კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა მეკრაემ ლაურიანო რუისმა, რამდენიმე დღის წინ გამოუშვა წიგრი, რომლის პრეზენტაციაზე “ბლაუგრანას” დაცვის ბურჯი კარლეს პუიოლიც იმყოფებოდა. მან თავისი აზრი გაგვიზიარა შაბათს გასამართ მატჩზე, “ესპანიოლის” წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ორივე გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია და ეს დაპირისპირება იქნება ძალიან რთული.
“”რეალ სოსიედადთან” მატჩამდე პეპ გვარდიოლა ჩვენ გვეუბვნებოდა, რომ “ესპანიოლთან” დაპირისპირება ყველაზე რთული მატჩი იქნება სეზონში. მას ჩვენც ვეთანხმებით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა სახლში სამი ქულით დავბრუნდეთ.”-განაცხადა პუიოლმა.
წიგნის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდა “ესპანიოლის” კაპიტანი ივან დე ლა პენა, რომელიც შაბათს შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მან განაცხადა: “ესპანიოლი კარგ ფორმაშია და ძალიან საინტერესო იქნება მომავალი დუელი. რა თქმა უნდა ჩვენ არ შეგწევს ძალა შესაფერისი კონკურენცია გავუწიოთ “ბარსელონას”, მაგრამ შევეცდებით ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდეს.”



