თქვენ უკვე გსმენიათ “ბარსელონასა” და “დეპორტივოს” ურთიერთშეხვედრების შესახებ. “ბლაუგრანა” ამჟამად ძალიან რთულ ვითარებაშია. ქულების დაკარგვა უპატიებელია. “ალავესთან” და “ატლეტიკოსთან” დაფიქსირებული არასასურველი შედეგების შემდეგ, წაბორძიკების დრო ნამდვილად არ არის. ასეთი შედეგი რეაქციას მოითხოვს, რათა ბალანსი არ დაირღვეს.
ლუის ენრიკეს გუნდმა ლა ლიგა შესანიშნავად დაიწყო. 20 აგვისტოს, “ბეტისთან” გამართულ მატჩში მათ 6:2 გაიმარჯვეს. “ბარსელონამ” ძალიან სანახაობრივი თამაში აჩვენა.
მოვლენები არც თუ ისე სახარბიელოდ განვითარდა. ერთი შეხედვით “ალავესი” რთულ ბარიერს არ წარმოადგენს, მაგრამ “ბარსელონამ” მისი დაძლევა ვერ მოახერხა და დამარცხდა (1:2).
მორიგი იმედგაცრუება მადრიდის “ატლეტიკოსთან” ჩატარებული მატჩი აღმოჩნდა (1:1). “ბარსელონა” შეხვედრის მსვლელობას აკონტროლებდა, მაგრამ პიკე-მასკერანოს დუეტის ჩავარდნამ მეტოქეს “კამპ ნოუზე” ქულა მოუტანა.
ლუის ენრიკეს მოღვაწეობის პერიოდში “ბარსელონას” ასეთი ცუდი სტარტი ჯერ არ ჰქონია. გასულ სეზონში პირველ 19 მატჩში, გუნდმა მხოლოდ 8 ქულა დაკარგა (1 ფრე, 2 წაგება).
ცუდი სტარტი შეიძლება გუნდზე დადებითადაც აისახოს. ეს შედეგის გამოსწორების სურვილს უფრო აღვივებს.
ამ ყველაფერს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ “ბარსელონა” ვალდებულია ქულები არ დაკარგოს.