workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პსჟ მზადაა ნეიმარის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო გადაიხადოს

პსჟ მზადაა ნეიმარის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო გადაიხადოს

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” მზადაა “ბარსელონას” თავდამსხმელს, ნეიმარს მომგებიანი კონტრაქტი შეთავაზოს.

Goal.com-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი თავდამსხმელის ახალ ხელშეკრულებაში არის ასეთი პუნქტი, რომლითაც კლუბი, რომელიც ნეიმარის ტრანსფერზე ნადირობს, ვალდებულია კატალონიელებს 222 მილიონი ევროს სახით კომპენსაცია გადაუხადოს. პსჟ მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ საჭირო თანხა გადაიხადოს.

ადრე ფრანგულმა კლუბმა ნეიმარის ტრანსფერზე კატალონიელებს 193 მილიონ ევროს შესთავაზა, მაგრამ თანხამ “ბარსელონა” ვერ მოხიბლა, ამიტომაც ზაფხულში ტრანსფერი ვერ შედგა.

ბრაზილიელის ახალი კონტრაქტი ესპანელებთან 2021 წლამდეა გათვლილი. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა თავდამსხმელმა პრიმერაში 5 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 2 შედეგიანი გადაცემა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • mesi_10
    schedule 11 ოქტ 2016, 16:32
    #1

    ესენი უკვე ტვინს ….ვენ რა იოცნებონ ნეიმარზე.