workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ამ სიახლეში შემოაგთავაზებთ “ბარსას” წლევანდელ ბომბარდირებს სხვადასხვა ჩემპიონატებში, რამაც მგონი “ბარსას” ყველა გულშემატკივარი უნდა დააინტერესოს.

ლა ლიგა

წელს “ბარსა” ლა ლიგაში უდავო ფავორიტია. “ბლაუგრანას” ფეხბურთელების ანგარიშზე 46 გოლია, რის საპასუხოდაც მათ მხოლოდ და მხოლოდ 8 ბურთი აქვთ მიღებული. ბარსას საუკეთესო ბომბარდირი ლეო მესია, რომლის ანგარიშზეც 17 გატანილი გოლია 13 შეხვედრაში. აქვე მინდა შემოგთავაზოთ “ბარსას” სხვა ფეხბურთელების შედეგებიც ლა ლიგაში.

1) ლიონელ მესი 13თ 17 გ
2) დავიდ ვილა 14თ 9გ
3) პედრო 15თ 4გ
4) ანდრეს ინიესტა 15თ 4გ
5) ბოიან კრკიჩი 12თ 3 გ
6) ჩავი ერნანდესი 13თ 2გ
7) ხეფრენ სუარესი 3თ 1გ
8) ხერარდ პიკე 12თ 1გ
9) კარლეს პუიოლი 12თ 1გ
10) სერხი ბუსკეტსი 12თ 1გ
11) სეიდუ კეიტა 14თ 1გ
12) დანიელ ალვესი 15თ 1გ

ხოლო ლა ლიგის ბომბარდირების დავას არგენტინელი ლიონელ მესი (“ბარსა”) და პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის “რეალი”) თანაბარი 17 გოლით ლიდერობენ.

ჩემპიონთა ლიგა

“ბარსა” ჩემპიონთა ლიგაზეც არანაკლებ წარმატებით ასპარეზობს. 6 თამაშში 14 ქულა აქვთ და შემდეგ ეტაპზე ჯგუფიდან ლიდერის სტატუსით გავიდნენ. კატალონიელებს 14 ბურთი აქვთ გატანილი მოწინააღმდეგის კარში და საპასუხოდ მხოლოდ 3 მიღებული. აქაც ლიონელ მესი ლიდერობს, რომლის ანგარიშზეც 6 ბურთია. იგი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირების დავაში მეორე ადგილზეა. მესის 1 ბურთით ყოფილი თანაგუნდელი,  ბევრი ჩვენგანის საყვარელი ფორვარდი სამუელ ეტო უსწრებს, რომელმაც 7 გოლის გატანა მოახერხა. აქვე შემოგთავაზებთ “ბარსას” სხვა ფეხბურთელების შედეგებსაც. 

1) ლიონელ მესი 6თ 6გ

2) პედრო 5თ 3გ
3) დავიდ ვილა 5თ 2გ
4) ფონტასი 1თ 1გ
5) ვიქტორ ვასკესი 1თ 1გ
6) დანიელ ალვესი 5თ 1გ

 

 

ესპანეთის თასი

“ბარსას” ესპანეთის თასზე ჯერ მხოლოდ 2 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 7 გატანილი და 1 გაშვებული ბურთია. ეს შვიდეივე გოლი “სეუტასთან” ჩატარებულ 2 მატჩში გავიდა . გოლის გატანა შეძლეს: პედრომ (2) მაქსველმა, მილიტომ, მესიმ, ნოლიტომ და ბოიანმა. შემდეგი თამაში “ესპანეთის თასზე” “ბარსას” 21 დეკემბერს, ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ უწევს.

“ბარსას” ბომბარდირი ყველა ჩემპიონატში ლეო მესია, რომლის ანგარიშზეც სულ 24 ბურთია.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward