კატალონიის “ბარსელონასა” და მილანის “ინტერის” ყოფილმა ფეხბურთელმა, თავისი აზრი გამოთქვა, იმის შესახებ თუ ვინ იმსახურებს 2009/10 წლების საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას და “ოქროს ბურთის” მიღებას. ლუის სუარესმა “ოქროს ბურთი” 1969 წელს მოიგო. ახლა კი ამ პრიზისათის “ბარსას” სამი ფეხბურთელი:ლეო მესი, ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა იბრძოლებენ:
” ჩემი აზრით ამ ჯილდოს მიღებას ჩავი ერნანდესი იმსახურებს, რადგანაც იგი შარშანდელ სეზონში გაცილებით სტაბილური იყო, ვიდრე სხვები. რა თქმა ინდა ინიესტაც გენიალურია და შეუძლია იგივეს გაკეთება, რასაც ჩავი აკეთებს, თუმცა წელს ჩავი უფრო იმსახურებს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას,” დაასრულა სუარესმა.
ცნობისათვის ლუის სუარესი “ბლაუგრანას” მაისურით 1954–61 წლებში თამაშობდა. მას “ბარსაში” ჩატარებულ 216 შეხვედრაში 114 გოლი გაიტანა. სუარესმა გუნდთან ერთად 2–ჯერ მოიგო ლა ლიგა და 2–ჯერ ესპანეთის თასი. რაც შეეხება ინდივიდუალურ ჯილდოებს, იგი 1960 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 1961 და 1964 წლებში მიიღო “ვერცხლის ბურთი” და 1965 წელს ბრინჯაოსი.