როგორც იცით, გუშინ გამართულ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში, სულ 3 “ბარსელონელი” მონაწილეობდა.
სამივე მათგანისთვის გუშინდელი დღე საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ლუკა დინის საფრანგეთმა, ისევე როგორც სილესენის ჰოლანდიამ მეტოქენი, ბულგარეთი და ბელარუსი 4-1 გაანადგურეს. აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს, თბილის დროით 22:45-ზე “ბარსელონას” ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ანდრე გომეშის პორტუგალიას, მათ რონალდუს პოკერით, ჟოაო კანსელოსა და ანდრე სილვას გოლებით ანდორა 6-0 გაანადგურეს. პორტუგალიელები ასევე 10 ოქტომბერს, იმავე დროს, 22:45-ზე ფარერებს დაუპირისპირდებიან, სადაც აშკარად უდაო ფავორიტებად განიხილებიან.