მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რომელი კომპიუტერული  თამაშია ყველაზე პოპულარული “ბარსას” ფეხბურთელებში?

რომელი კომპიუტერული თამაშია ყველაზე პოპულარული “ბარსას” ფეხბურთელებში?

იმის გამო, რომ ფეხბურთელებს, ხანგრძლივი მგზავრობისა და სასტუმროში გარკვეული პერიოდის ყოფნის გამო, ბევრი თავისუფალი დრო აქვთ, მათ შორის კომპიუტერული თამაშები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

კატალონიური Sport ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “ბარსელონას” ფეხბურთელებში, ისევე, როგორც ევროპაში მოთამაშე უმეტესი ფეხბურთელის შემთხვევაში ხდება, ამჟამად, ყველაზე პოპულარული Nintendo DS და მისი თამაში Mario Kart არის. სწორედ ამ თამაშში ეჯიბრებიან ფეხბურთელები ერთმანეთს თავისუფალ დროს.

კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი წევრი იმდენად გაბრაზდა ამ თამაშში წაგებით, რომ სათამაშო მოწყობილობა ავტობუსის მძღოლის მიმართულებით ისროლა.

ასევე ცნობილია, რომ გარკვეული ხნის წინ, ყველაზე პოპულარული თამაში Pokemon GO იყო, მაგრამ მას Mario Kart-მა აჯობა,

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში