მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანდრეს ინიესტას გამოსამშვიდობებელი საღამო

ანდრეს ინიესტას გამოსამშვიდობებელი საღამო

გუშინ ღამით, ბარსელონაში ანდრეს ინიესტას გამოსამშვიდობებელი საღამო მოეწყო, რომელსაც კატალონიელი მსახიობი, ჟორდი ევოლე უძღვებოდა. საღამოზე მრავალი სტუმარი იყო მიწვეული, მათ შორის ანდრესის ყოფილი და ახლანდელი თანაგუნდელები, სამწვრთნელო შტაბის და ხელმძღვანელობის წევრები და ასევე რამდენიმე ცნობილი სპორტსმენი, მაგალითად მარკ და პაუ გასოლები. მათთან ერთად, ინიესტას ოჯახის წევრები: მისი მშობლები, მეუღლე და შვილები. ანდრესმა მის წარმატებაში მათ როლს განსაკუთრებით ემოციურად გაუსვა ხაზი. 

გაიხსენეს ის პერიოდი, როცა “ბარსელონას” მომავალი კაპიტანი კატალონიაში ალბასეტედან პირველად ჩავიდა, მისი დებიუტი 2002 წელს “ბრიუგესთან”, გოლი “სტემფორდ ბრიჯზე” და გოლი იოჰანესბურგში, რომელმაც მის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოუტანა. 

თანაგუნდელებიდან ინიესტას სცენაზე სამუელ ეტო’ო, ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა შეუერთდა და მათ საინტერესო და სახალისო თემებზე ისაუბრეს. მათ შორის მოგებულ ჩემპიონთა ლიგებზე, მუსიკალურ გემოვნებაზე, მიმოწერებზე WhatsApp-ის ჯგუფში, რომლის ადმინისტრატორიც პიკეა და იმაზე, თუ როგორ ცუდად თამაშობს ინიესტა Mario Kart-ს. 

კლუბის პრეზიდენტმა, ჟოზეპ ბართომეუმ “ბარსელონასთვის” მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ანდრესი გუნდში განსხვავებულ რანგში დაბრუნდება. 

დღეს, ინიესტა გუნდთან ერთად ბოლო ვარჯიშს გამართავს, ხვალ კი “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ ითამაშებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • Guro messi
    schedule 20 მაი 2018, 14:08

    წარმატებები დონ

  • messi and iniesta
    schedule 19 მაი 2018, 19:33

    მსოფლუოს საუკეთესო ნახევარ მცველი ვამაყობ რომ მის თამაშებს მოვესწარი

  • dshvelidze
    schedule 19 მაი 2018, 13:52

    ხვალ ერთი მაგარი გოლი უნდა გაიტანოს.

  • Sergio5
    schedule 19 მაი 2018, 12:29

    აუ ინის მომენტებს რო უყურებდნენ ბარსას ფეხბურთელები რა მაგარი რეაქციები ქონდათ smile <3