“ბარსელონას” ამომავალ ვარსკვლავს, უსმან დემბელეს, 3-კვირიანი წოლითი რეჟიმი აქვს გამოწერილი. ბუნებრივია, ადამიანისთვის, რომლის ყოველდღიური საქმიანობაც მუდმივად მოძრაობაში ყოფნაა, 3 კვირის უმოძრაოდ გატარება ძალიან ძნელია. კატალონიური Sport გვთავაზობს სტატიას და გვამცნობს, თუ როგორ გაჰყვას დრო უსმან დემბელეს სასტუმროში.
ცნობილი ხდება, რომ დემბელე თავს ვიდეოთამაშებით, ტელესერიალებით, მუსიკითა და ფილმებით იქცევს.
ვიდეოთამაშებიდან მისი ფავორიტი Mario Kart არის. ამ თამაშმა პოპულარობა მთელს მსოფლიოში მოიპოვა, განსაკუთრებით კი “ბარსელონას” ფეხბურთელებში. ის თანაგუნდელებს ჟერარ პიკემ და სერხიო ბუსკეტსმა გააცნეს. ამ თამაშის გარდა, დემბელე ასევე FIFA 2017-სა და NBA Live 18-ს თამაშობს.
ტელესერიალებიდან დემბელეს ფავორტი Narcos-ია, რომელიც მას ესპანურის სწავლაშიც კი ეხმარება.
20 წლის ფეხბურთელი ფრანგული ჯგუფის, MHD-ს მუსიკის მოყვარულია, რომლის სტილიც “afro trap” არის. რეპის ეს მიმდინარეობა პარიზში ძალიან პოპულარულია. ცნობისთვის, ამ ჯგუფს “რეალის” თავდამსხმელისთვის, ქარიმ ბენზემასთვის აქვს სიმღერა მიძღვნილი.
რაც შეეხება ფილმებს – უსმან დემბელეს კუმირი საქვეყნოდ ცნობილი მსახიობი ჩაკ ნორისია. მას ასევე მოსწონს Fast and Furious-ის ფილმები.




Xo usminos franngulebs mere tamashi ro mouwevs
იმედია ტრამვის შემდეგ ჩადგება ფორმაში და ბოლო ბოლო გაგვაგებინებს რაში გადაიხადა ბარსამ 105 მილიონი
აუ მაგრად თქვი საღოლ
ვიდეო რეფერი რომ ყოფილიყო რამოსის და კარვახალის სეივებს დაინახავდნენ
რამოსმა მაგარი მოხსნა ,ბაზარი არაა
Savage !
ლიგაზე ვიდეო რეფერი არაა ხო?