workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ისკო: “მესი მსოფლიოში საუკეთესოა”

ისკო: “მესი მსოფლიოში საუკეთესოა”

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ისკო ალარკონმა პუბლიკას აუხსნა თუ, რატომ დაარქვა თავის ძაღლს “ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელის სახელი.

“მე ძაღლს მესი იმიტომ დავარქვი, რომ ლიონელი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.” – ციტირებს “რეალის” ნახევარმცველის სიტყვებს Goal.

შეგახსენებთ, რომ მესი “ოქროს ბურთის” ხუთგზის გამარჯვებულია. “ბარსელონასთან” ერთად არგენტინელმა ესპანეთის ჩემპიონატი (8), სამეფო თასი (4), ესპანეთის სუპერ თასი (6), ჩემპიონთა ლიგა (4), უეფას სუპერთასი (3) და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი (3) მოიგო.

რამდენიმე თვის წინ ისკომ განაცხადა, რომ ძაღლისთვის მესის დარქმევა მისი იდეა არ ყოფილა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward