კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე ლისაბონის “სპორტინგის” თავდამსხმელით, იელსონ მარტინსით დაინტერესდა. ამ ინფორმაციას “ბლაუგრანას” სატრანსფერო კომისიის წევრი არიედო ბრაიდა ადასტურებს.
“ჩვენ მარტინსს ვაკვირდებით და მომავალშიც ამას გავაკეთებთ. საუბარია ახალგაზრდა, ნიჭიერ თავდამსხმელზე. “ბარსელონა” ბრაზილიურ, იტალიურ, პორტუგალიურ, არგენტინულ, გერმანულ და ფრანგულ ფეხბურთში განვითარებული მოვლენების კურსშია. არიან მოთამაშეები, რომლებიც ძალიან მოგვწონს. ერთ-ერთი მათგანი იელსონია, მაგრამ ზამთარში მას არ შევიძენთ.” – ციტირებს ბრაიდას სიტყვებს Record.
მიმდინარე სეზონზე ჩატარებულ 7 მატჩში, მარტინსმა 2 გოლის გატანა შეძლო.