“ბარსელონას” ლეგენდა რონალდო დე ასის მორირა, იგივე, რონალდინიო კარიერის დასასრულს, მესიზე საუბრობს. ბრაზილიელი აცხადებს, რომ ის სინანულით აღსავსეა იმისთვის, რომ მას საშუალება არ მიეცა მესისთან ერთად უფრო მეტი ეთამაშა. რონალდინიოს ინტერვიუს Gulf News-ი ციტირებს.
“მე მივაღწიე იმას, რაც მინდოდა, ამისთვის მოხარული ვარ. რა თქმა უნდა, მე მიყვარდა მესისთან ერთად თამაში. მე მას კარიერის დასაწყისში ვეხმარებოდი, პირველი გოლი მან ჩემი ასისტით გაიტანა. ის საუკეთესო ფეხბურთელია და, ცხადია, მინდოდა მასთან ერთად მეტი მეთამაშა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მე “ბარსელონაში” დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი და დრო იყო ძალები სხვაგანაც მომესინჯა. მესი კარგი მოთამაშეა, ისევე, როგორც არგენტინის ნაკრები არის კარგი გუნდი. მჯერა, რომ მათ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატის მოგების რეალური შანსი აქვთ. მესი ყოველ კვირას მისი საუკეთესოობის დემონსტრირებას ახდენს. ეს რეალურად, ცხადჰყოფს იმას, თუ რაოდენ საუკეთესოა ის, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ არის საჭიროება იმის, რომ მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და ამას ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებ, როგორც სხვა მეგობრებს!” – აცხადებს, რონალდინიო გაუჩო.
ამ დუეტის კიდევ ერთხელ ნახვა მინდა
ori kai kaci ori barsas legenda
საუკეთესოა
პორმაში მკოპი და ტუ გინდ დოპინგ მიგებული მესის ვერც ჩაუმინეტებს ვერც ეს და ვერც ვერცერტი ბრაზილიელი.