ოქროს ბუცისათვის მესი და რონალდუ იბრძოლებენ

ოქროს ბუცისათვის მესი და რონალდუ იბრძოლებენ

“ოქროს ბუცისათვის” ბრძოლაში ორი ლა ლიგის გოლეადორი ლეო მესი და კრისტიანუ რონალდუ იბრძვის.

ლა ლიგაში მხოლოდ და მხოლოდ მე–15 ტური ჩატარდა, რასაც ვერ ვიტყვით სხვა ჩემპიონატებზე. ინგლისში მე–17 ტური იყო, ასევე საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში მე–16. მიუხედავად ამისა მაინც ეს ორი ფეხბურთელი ლიდერობენ ჩამონათვალს 17 – 17 ბურთით. რაც შეეხება ინგლისს ლიდერი დიმიტარ ბერბატოვია 11 გოლით, გერმანიაში გეკასი და სისე ლიდერობენ, იტალიაში დი ნატალე, ხოლო საფრანგეთში მუსა ცოი.

აქ გთავაზობთ სრულ ჩამონათვალს. ასევე მითითებული იქნება ფეხბურთელის ეროვნება და გუნდი, ასევე ლიგა, რომელშიც იგი ასპარეზობს.

1. ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინელი) – “ლა ლიგა”: ქულა 34 , ბურთი 17

1. კრისტიანუ რონალდუ (რეალი, პორტუგალიელი) – “ლა ლიგა”: ქულა 34, ბურთი 17

3. ტეოფანის გეკასი (აინტრახტი, ბერძენი ) – “ბუნდესლიგა”: ქულა 26, ბურთი 13

3. პაპის სისე (ფრაიბურგი, სენეგალელი) – “ბუნდესლიგა” : ქულა 26, ბურთი 13

3. მუსა ცოი (ლილი, სენეგალელი ) – ლიგა I : ქულა 26, ბურთი 13

6. ნენე (პსჟ, ბრაზილიელი) – ლიგა  I: ქულა 22: ბურთი 11

6. დიმიტარ ბერბატოვი (მანჩსტერი, ბულგარელი) – “პრემიერ ლიგა”: ქულა 22, ბურთი 11

8. ანტონიო დი ნატალე (უდინეზე, იტალიელი) – “სერია ა”: ქულა 20, ბურთი 10

მესი ფორმალურად პირველ ადგილს იკავებს, რადგანაც მას რონალდუზე 2 ით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული და 3ით ნაკლები პენალტი გატანილი.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია