RAC1: “ბარსელონას” “სანტოსთან” პრეტენზიები კვლავ აქვს

RAC1: “ბარსელონას” “სანტოსთან” პრეტენზიები კვლავ აქვს

“ბარსელონა” აპირებს “სანტოსთან” სასამართლო დავაში ჩაერთოს ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, ჟივანილდო პულგას და სილვასთვის, იტყობინება RAC1.

2013 წელს, ნეიმარის ტრანსფერზე მოლაპარაკებების დროს, “ბარსელონამ” 7,9 მილიონ ევროდ “სანტოსის” სამი ფეხბურთელის შეძენის პრიორიტეტული უფლება მოიპოვა, რომელთა რიცხვშიც 23 წლის ფეხბურთელი შედიოდა.

ბრაზილიელმა “სანტოსი” 2015 წელს დატოვა, პირველად “კორიტიბაში” გადავიდა, შემდეგ კი ესპანური სეგუნდის კლუბ “ლიაგოსტერაში”. ორივე ტრანსფერისთვის “თევზებს” თანხა არ მიუღიათ, ფეხბურთელის ბედი კი მაშინ კატალონიელებს არ აწუხებდათ.

თუმცა ახლა “ლურჯ-ბროწეულისფერები” აპირებენ “სანტოსს” უჩივლონ, რადგანაც ბრაზილიურმა კლუბმა ესპანელები ამ ტრანსფერების შესახებ არ გააფრთხილა, რითიც შეთანხმების პირობები დაარღვია.

2016 წელს, ჟივანილდომ, იგივე ჟივამ, არენდის წესებით სამ ბრაზილიურ კლუბში ითამაშა: “აგუა სანტა”, “პონტე-პრეტა” და “ჟოინვილი”, ჩაატარა 14 მატჩი და შედეგიანი ქმედებით ვერ გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ ადრე “ბარსელონამ” “სანტოსის” სხვა ფეხბურთელისთვისაც განაცხადა სარჩელის შეტანაზე. ეს ფეხბურთელია გაბრიელ ბარბოსა, იგივე გაბიგოლი, რომელიც 29,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ “ინტერში” გადავიდა. კატალონიურ კლუბს ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენის პრიორიტეტული უფლება ჰქონდა, თუმცა “სანტოსმა” შეთანხმება აქაც დაარღვია.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი