“ალავესთან” შოკური დამარცხების შემდეგ “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ჯერ “სელტიკის” კარში 7 გოლი გაიტანეს, შემდეგ კი ლა ლიგაში ახლადაღზევებული “ლეგანესი” არ დაინდეს, 5 გოლი გაუტანეს და “ლეგანესის” საგულშემატკივროდ წასულ ხალხს ლანჩის დრო ჩააშხამა.
“ლეგანესის” მწვრთნელი, ასიერ გაიტანო ფანებს დაპირდა, რომ ისინი უშიშრად შეეგებებოდნენ “ბარსას”. მატჩის დღეს “ბუტარკიზე” გაიჟღერა AC/DC-ს ხმამ, მაგრამ “ბარსელონამ” არავინ დაინდო.
მაღალი ხარისხის ფეხბურთი
მაგრამ ასეთი ამბიციები ხშრად დამღუპველია. უკვე მე-15 წუთზე მადრიდელები მსოფლიოში ნაცნობმა ტრიომ კონტრ-შეტევაზე დაიჭირა, ფეხბურთელები 3-3-ზე იყვნენ და “ბარსამ” გოლიც გაუტანა “ლეგანესს”. ლუის სუარესმა მარჯვენა ფლანგზე კარგად გაინავარდა, მას ნეიმარი და მესი ელოდნენ, მათ ვიზავი არ ჰყავდათ, ამიტომ მესიმ მარტივად გაუტანა სერანტესს.
გოლის მიუხედავად, “ლეგანესი” არ აჭრილა – ისინი სწრაფად გადაადგილდებოდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ. მეორე გოლში დიდი წვლილი მიუძღვის მესის, მან სამი მეტოქე მოატყუა და საჯარიმოში შევიდა, პასი გაუკთა სუარესს, რომელმაც ცარიელ კარში შეაგორა ბურთი.
ტრიდენტი ბევრს ეხებოდა
“ლეგანესი” მეორე გაშვებულმა გოლმაც არ გატეხა. მათ ერთი კარგი მომენტიც შექმნეს – მარჯენა ფლანგზე ვენესუელელმა დარვინ მაჩისმა მასკერანო ადვილად მოატყუა და შემდეგ საჯარიმოშიც შევიდა. მისის პირველი დარტყმა მეკარე ტერ შტეგენმა მაიღო, მეორე კი ცარიელი კარიდან სამუელ უმტიტიმ გამოიტანა.
მატჩის პირველი ნახევრის ბოლო გოლი ნეიმარის ანგარიშზეა. მესიმ პასი გაუკეთა სუარესს, რომელიც მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა, მან ასევე პასი გაუკეთა ნეიმარს, რომელმაც გაიტანა.
როგორც მიხვდით, ტრიდენტის წვლილი ტაიმის ბოლო გოლში უდიდესია.
რაფინიას აღმაფრთოვანებელი გასროლა
მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთის ინტერვალში “ბარსამ” მეოთხეც გაიტანა. ნეიმარი მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა, მაგრამ ის საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერა ბუსტინცამ, რომელმაც ის მაისურით დაიჭირა და ამისთვის ყვითელი ბარათით დაისაჯა.
პენალტი მესიმ შეასრულა. გააკეთა გამორბენი, გახედა მარჯვენა კუთხეს და დაარტყა… აუღებლად! დიახ, აუღებლად! მან პირდაპირ “ცხრიანში”, მეკარისგან მაღალ, მარცხენა კუთხეში გაიტანა.
მაგრამ, ამ თამაშში ყველა გოლი ტრიდენტს არ გაუტანია. “ბარსასთვის”, ბოლო, მეხუთე გოლი, რაფინიას ეკუთვნის, რომელიც ალბათ მატჩის საუკეთესო გოლი იყო. მარჯვენა ფლანგიდან, რაფინიამ მარცხენა ფეხით აუღებელი დაარტყა, მეკარისგან მარჯვენა მაღალ კუთხეში, პირდაპირ – “ცხრიანში”.
მთლიანად მატჩის უკანასკნელი გოლი გაბრიელს ეკუთვნის. საჯარიმოს მისადგომთან დანიშნული საჯარიმო დარტყმა მან ბრწყინვალედ შეასრულა, მართალია, ტერ შტეგენი ამ ბურთს მიწვდა, მაგრამ ცოტა დააკლდა, თუმცა გოლი მისი ბრალი ნამდვილად არაა.
“ლეგანესმა” გოლი მაინც გაიტანა, მიზანი, რისთვისაც მადრიდელები ისწრაფვოდნენ, მაგრამ ეს გოლი გამარჯვების არ გამოდგა.
შემდეგი თამაში – “ატლეტიკოა”.
კარგი სტატიაა საღოლ
მალდობა :)) ხშირად შემოგთავაზებთ ასეთ სტატიებს. ისე, პირადად მე ამ სტატიებს იმიტომ ვდებ, რომ ნამდვილი ნიუსი თითქმის არ არის, უმეტესად ასეთები დევს.
კარგია საიტზე კარგი სიახლეები იდება. განხილვები და სტატისტიკები. ყოჩაღ მწერლებს.