workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი ”ბარსასთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

აბიდალი ”ბარსასთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

”ბარსელონას” და საფრანგეთის ნაკრების მცველი, ერიკ აბიდალი უახლოეს მომავალში გეგმავს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას.

აბიდალს კონტრაქტი 2012 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. ამ დროს ერიკი 33 წლის იქნება. უახლოეს დღეებში ფრანგმა ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობასთან საბოლოო დეტალები უნდა შეათანხმოს და ახალ კონტრაქტს ხელი მოაწეროს. შეგახსენებთ, რომ ერიკი ”ბარსელონაში” 3 წლის წინ, ფრანგული ”ლიონიდან” გადავიდა.

”ძალიან მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებ კონტრაქტს დიდებულ კლუბთან. მე შასანიშნავ ფორმაში ვიმყოფები. ჩვენ ვთამაშობთ საუკეთესო ფეხბურთს და დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთივე თამაშს გავაგრძელებთ სეზონის ბოლომდე”  – აღნიშნა ფეხბურთელმა ”Sky Sports” – თან საუბრისას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში