workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლეგანიესი” – “ბარსელონა”: წინასამატჩო მიმოხილვა

“ლეგანიესი” – “ბარსელონა”: წინასამატჩო მიმოხილვა

ჩემპიონთა ლიგაში მოპოვებული ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ “ბარსელონა” ლა ლიგას უბრუნდება. კატალონიელები დაუპირისპირდებიან “ლეგანეს”, რომელიც პირველ სეზონს ატარებს ესპანეთის ჩემპიონატში. მიუხედავად ამისა, მეტოქემ სამ ტურში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა და თუ გავითვალისწინებთ ასევე ახლადდაწინაურებულ “ალავესთან” მარცხს, ნათელი გახდება, რომ “ბარსას” მარტივი ბრძოლა არ ელის.

გუნდების სიახლეები

არც “ბარსელონას” და არც “ლეგანეს” ტრავმირებული ფეხბურთელების პრობლემა არ აქვს, მაგრამ “ბლაუგრანას” განაცხადში მაინც ვერ მოხვდნენ მასიპი, ბუსკეტსი, დინი და ვიდალი. მადრიდში გაემგზავრნენ ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, დენის სუარესი, არდა თურანი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ალკასერი, ალბა, სერხი რობერტო, ანდრე გომეში, უმტიტი და მატიე.

მწვრთნელების კომენტარები

ლუის ენრიკე:

“ლეგანესი ახლადდაწინაურებული კლუბის კვალობაზე ძალიან მამაცია. ისინი მხოლოდ თავდაცვაზე არ ზრუნავენ და ჰყავთ ისეთი კარგი თავდამსხმელი, როგორიც გაბრიელია.”

“ორივე გუნდისთვის შეხვედრის დაწყების დრო საერთოა და გასამართლებელი მიზეზი არ გვაქვს. უცნაური იქნებოდა, ჩვენ პირველზე რომ გვეთამაშა, მათ კი სამზე.”
“რაც შეეხება შესაძლო როტაციას, მოედანზე გამოვა 11 ფეხბურთელი. ყველა “ბარსას” მოათამაშეა. ჩვენთან არ არსებობს “ჭ”, “ხ” ან “ჯ” გუნდი.”

ასიერ გარიტანო:

“კატალონიური გუნდი იმდენად ძლიერია, რომ ყველა პრობლემისთვის აქვს გამოსავალი. ტაქტიკის გარდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფეხბურთელების დარწმუნება იმაში, რომ გამარჯვება შეუძლიათ. იმავე ითქმის გულშემატკივრებზეც. ყველას უნდა გვჯეროდეს. მოუთმენლად ველოდები ამ შესანიშნავ შეხვედრას და ფანების მხარდაჭერას.”

გუდნების ფორმა

“ბარსელონამ” სეზონი წარმატებით დაიწყო, მაგრამ “ალავესთან” მოულოდნელი მარცხის გამო ძლიერი შოკი მიიღო. ამ იმედგაცრუების დავიწყებაში “სელტიკის” განადგურება ძალიან დაეხმარა “ბლაუგრანას”, რომელიც ვალდებულია, რომ ესპანეთის ჩემპიონატში ჩამორჩენა აღმოფხვრას. ლუის ენრიკეს თქმით, საგანგაშო არაფერია, ვინაიდან სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.

“ლეგანესის” სტარტი საოცნებო აღმოჩნდა. გუნდმა გასვლაზე სელტას ანგარიშით 0-1 ძლია, ხოლო საკუთარ კედლებში “ატლეტიკოსთან” უგოლო ფრე ითამაშა. შემდეგ მართალია “სპორტინგთან” დამარცხდა, მაგრამ, როგორც გარიტანომ განაცხადა, “ამბობდნენ, რომ “ლეგანესი” ქულებს მხოლოდ ნოემბრის ბოლოს მოიპოვებდა, მაგრამ უკვე 4 ქულა აქვს!”

ისტორია

“ბარსელონა” და “ლეგანესი” ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward