“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ის 18 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც “ლეგანესთან” ხვალ გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდნენ.
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ “ლეგანესთან” სერხიო ბუსკეტსი და ალეიშ ვიდალი ვერ ითამაშებენ. მათ გარდა, განაცხადს მიღმა ხორდი მასიპი და ლუკა დინი დარჩნენ.
შეხვედრის განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, დ. სუარესი, თურანი, ინიესტა, ლ. სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ალკასერი, ალბა, ს. რობერტო, გომეში, უმტიტი, მატიე.