workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია

ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია

“ბარსელონას” მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, გამართა პრესკონფერენცია “ლეგანესთან” ჩასატარებელ მატჩამდე, რომელიც შაბათს, ადგილობრივი დროით 13 საათზე, დაიწყება. ლუის ენრიკემ სწორედ შეხვედრის დაწყების დროზე გააკეთა კომენტარი. “ჩვენ უნდა მოვერგოთ განრიგს, რომელიც ორივე გუნდისთვის საერთოა. ვეძებთ არა გასამართლებელ მიზეზებს, არამედ შედეგებს.”

როგორც ჩანს, ჟურნალისტები ძალიან დაინტერესდნენ ამ საკითხით. კითხვაზე, მოწონს თუ არა პირველ საათზე თამაში, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ პასუხი შაბათს 15 საათზე ეცოდინება. მისი აზრით, შეხვედრის დაწყების დრო ჩვეულებრივია. “უცნაური მაშინ იქნებოდა, ჩვენ რომ პირველზე გვეთამაშა, მეტოქეს კი სამზე.”

მწვრთნელმა ასევე განიხილა შემდეგი თემები:

გუნდის მიზანი

“ჩვენი მიზანი უცვლელია. ყოველთვის გამარჯვება გვსურს.”

ესმით თუ არა სუარესს, მესისა და ნეიმარს, რომ დრო და დრო დასვენება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია

“ყველამ ვიცით, რომ 60-ზე მეტი მატჩის შეუცვლელად ჩატარება ნებისმიერი ფეხბურთელისთვის შეუძლებელია.”

“ლეგანესი”

“დარწმუნებული ვარ, რომ მეტოქე ორგანიზაებულია და თავს კარგად იცავს. არავითარ შემთხვევაში არ იქნება მარტივი დაპირისპირება.”

3 ქულიანი ჩამორჩენა

“გასულ სეზონში ვნახეთ, რომ 3 ქულიანი ჩამორჩენის შემცირება ადვიალად შეიძლება. ახლა ტიტულისთვის არ ვთამაშობთ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • lashatakashvili
    schedule 16 სექ 2016, 22:34
    #4

    ციტატა: Messiah
    FIFA world player of the year და Ballon d'ore ისევ განაცალკევეს ერთმანეთისგან… დაწერეთ რამე რა ამ თემაზე …

    Anu ori pexburteli iqneba erts sauketesos wodeba da meores oqros burti?egreaa??

  • Don vinton
    schedule 16 სექ 2016, 21:48
    #3

    davai aba lucho davai :dd

    ციტატა: Messiah
    FIFA world player of the year და Ballon d'ore ისევ განაცალკევეს ერთმანეთისგან… დაწერეთ რამე რა ამ თემაზე …


    moica eg ra pontia

  • ANRIBARCA
    schedule 16 სექ 2016, 21:41
    #2

    "უცნაური მაშინ იქნებოდა, ჩვენ რომ პირველზე გვეთამაშა, მეტოქეს კი სამზე." რას ღადაობს ლუჩო 🙂 🙂

  • s.roberto
    schedule 16 სექ 2016, 21:07
    #1

    დავაი ლუჩო მომწონხარ