workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია:”სამივე მათგანი იმსახურებს ამ ჯილდოს”

ვილია:”სამივე მათგანი იმსახურებს ამ ჯილდოს”

კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდმა, დავიდ ვილიამ პრესკონფერენცია გამართა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. დავიდის თქმით “ოქროს ბურთს” ჩავიც, მესიც და ინიესტაც იმსახურებენ და რთული იქნება ამ 3 ფეხბურთლიდნა რომელიმეს გამორჩევა: ” მესიც, ჩავიც და ინიესტაც იმსახურებენ “ოქროს ბურთს”. არსებობს მიზეზები, თუ რატომ უნდა მიიღონ ამ ფეხბურთელებმა ეს ჯილდო. მესიმ იმიტომ, რომ მსოფლიოში საუკეტესოა. ჩავი იმიტომ, რომ იგი საოცრად თამაშობს და “ბარსასა” და ესპანეთის ნაკრების მთავარი იარაღია და ინიესტა იმიტომ, რომ მან აფრიკის მინდვრებზე კარგად ითამაშა და ფინალაში გადამწყვეტი გოლიც გაიტანა.”

ვილიამ ასევე შეაქო პეპ გვარდიოლა და ვისენტე დელ ბოსკე: ” დელ ბოსკე წელს საუკეთესოა, რადგანაც მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. რაც შეეხება გვარდიოლას მან შარშან “ბარსასთან” ერთად ნამდვილი სასწაული მოახდინა.”

“ბლაუგრანას” შემტევმა ასევე ისაუბრა მომავალ მატჩზე, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ: ” ეს არ იქნება ადვილი მატჩი. ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს განსაკუთრებით, რადგან ისინი აქ საუკეთესო ფორმაში მოდიან და შეეცდებიან თავიაანთი საუკეთესო სეზონის სტარტის გაგრძელებას.“

დავიდმა პატარა კომენტარი ასევე გუნდთან და თანაგუნდელებთან კარგ ურთიერთობაზე გააკეთა: ” ნამდვილად არ ვიცი ვართ თუ არა საუკეთესო ფორმაში, მაგრამ ძალიან კარგად მივიწევთ წინ. მესი მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელი არაა, იგი აგრეთვე საუკეთესო პარტნიორია თანაგუნდელებისათვის. მე ლეოსთან ძალიან კარგი ურთიერთგაგება მაქვს. ეს არა მხოლოდ საგოლე პასებში, არამედ ჩვენს კომბინაციებშიც გამოიხატება. მე პედროსაც კარგად ვუგებ, მაგრამ განსაკუთრებით მესის,” დაასრულა ვილიამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში