დღეს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე ვარჯიში გაიმართა “სიუტატ ესპორტვოზე”, რომელსაც ბოიან კრკიჩი და სეიდუ კეიტაც დაესწო. შეგახსენებთ, რომ ბოიანმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ყაზანის “რუბინის” წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო. მან სამშაბათი ღამე “ბარსელონას” საავადმყოფოში გაატარა, ხოლო კეიტას მუხლის ტრავმა აწუხებდა. დღეს ვარჯიშს დაესწრო “ბარსა ატლეტიკის” მხოლოდ ერთი ფეხბურთელი – ტიაგო ალკანტარა.
მილიტო და ხეფრენი
მხოლოდ ორი ფეხბურთელი, რომლებიც მარტო ინდივიდუალური ვარჯიშით დაიტვირთნენ გაბი მილიტო და ხეფრენ სუარესი იყო. ხეფრენმა ბარძაყის ტრავმა ყაზანის “რუბინის” წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო.