workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის მამა: “ჩემი შვილისთვის რონალდუს სიტყვები არაფერს ნიშნავს”

ჩავის მამა: “ჩემი შვილისთვის რონალდუს სიტყვები არაფერს ნიშნავს”

“ბარსელონას” ლეგენდარული ნახევარმცველის, ჩავი ერნანდესის მამა, ხოაკინ ერნანდესი მისი შვილის მისამართით კრიშტიანუ რონალდუს მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ცოტა ხნის წინ, პორტუგალიელი შეეცადა კატალონიელი ლეგენდა დაემცირებინა. რონალდუმ განაცხადა, რომ მას 3 “ოქროს ბურთი” აქვს მოგებული, ჩავის კი – არცერთი.

“რონალდუს სიტყვები, ჩემთვის, არანაირ მნიშვნელობას არ ატარებს. მისი სიტყვები არც ჩავის აღელვებს. ის რონალდუს არ უპასუხებს. მას საკმარისი გამოცდილება აქვს იმისათვის, რომ მიხვდეს, თუ საიდან მოდის ეს ყველაფერი. ვფიქრობ, მისთვის, რონალდუს სიტყვები არაფერს ნიშანვს.” – განაცხადა ჩავის მამამ RAC1-თან საუბრისას.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward