გთავაზობთ კატალონიური სპორტული გამოცემების, Mundo Deportivo-სა და Sport-ის 11 სექტემბრის ნომრების გარეკნების მიმოხილვას.
Mundo Deportivo
ძლიერი დარტყმა
როტაციაში გადაჭარბება ლუის ენრიკეს, ორგანიზებულ “ალავესთან” თამაშში, ძვირად დაუჯდა
“ბარსელონა” დაცვაში ჩავარდა და გუნდს სიზუსტე შეტევაშიც აკლდა. თამაშში გარდატეხა ვერც შეცვლაზე შესულმა ლიდერებმა შეიტანეს
ბარსა-ალავესი 1:2
იასპერ სილესენისა და პაკო ალკასერის წარუმატებელი დებიუტი

Sport
დაწყევლილი ვირუსი
ძნელად ამოსაცნობმა “ბარსამ”, ბევრი ახალი ფეხბურთელით, “კამპ ნოუზე”, “ალავესთან” მარცხი იწვნია
სანაკრებო თამაშების შემდეგ ფეხბურთელთა დაღლილობამ და როტაციაში გადაჭარბებამ გუნდის წაგება გამოიწვია
როტაციაში გადაჭარბება ლუის ენრიკეს, ორგანიზებულ "ალავესთან" თამაშში, ძვირად დაუჯდა——-და ეს ფაქტია, ენრიკე შარშანწინდელ შეცდომებს იმეორებს, როცა მესიმ პირობა წაუყენა, მაშინ ყველაფერი ჩავიმ ჩაფარცხა და მესი სეზონის ბოლომსე აღარ დაუტოვებია სასტარტოს გარეშე. შედეგი გეხსომებათ ტრიპლეტი, ევროპის სუპერთასი(თბილისში), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული. თუ როტაციას აპირებ გუნდის ნახევარი არ უნდა დატოვო სათადარიგოში, ჯერ შეთამაშებული დაცვა: პიკე, მასკერანო, ალბა, რობერტოს მაგივრად რო მარტო მასკერანოს ტოვებ(ისიც სტატუსით ნახევარმცველი) რას ფიქრობ? კარგია ნეიმარს რო ენდობი კაცი ღრუბლებში დაფრინავს(ოლიმპიური ჩემპიონია) და უცებ კამპ ნოუს გაკვირვება გადაწყვიტა თავისი ფინტებით. მაგრამ ჩვენ მესის გუნდის გულშემატკივრებს მაგით ვერ გაგვაკვირვებს, იმიტომ რო მესის ყველა დრიბლინგი თუ გარღვევა გოლი თუ არა საგოლე მაინც არის, ეს კი მაპატიეთ და ასე მეგონა თავის ოლიმპიურ მედალს გვიტრიალებდა ცხვირწინ. ენრიკემ დიდი შეცდომა დაუშვა, როტაცია არ არის ნახევარი გუნდის მეორე(ახალწვეულებით) შემადგენლობით ჩანაცვლება, როტაცია: ახალი ფეხბურთელების ძირითადში ჩანერგვა რთული პროცესია და ერთბასად 4-5 კაცს არ ითვალისწინებს. რა მოხდებოდა რო პიკესაც, რობერტოსაც, ალბასაც და თუ გინდა მესისაც და ინიესტასაც ან სუარესს ძირითადში დაეწყოთ და როცა შედეგი(მინიმუმ 2-0) დადგებოდა მეორე ტაიმში შემოეშვა ის ბარსას "მომავალი" რომლებიც გუშინ ძალიან რბილად რო ვთქვათ სუსტად, ხოლო ფაქტიურად უსუსურად გამოიყურებოდა. და ბოლოს მინდა შევეხო აქ ახალგაზრდა "გულშემატკივრების" ენთუზიაზმს… "დღეს 4-0-ია" "6-0 მინდა, მესი 3, სუარესი 2, ნეიმარი-1", "დღეს ალავესს ვანგრევთ"…ბავშვებო გულშემატკივრობა არ არის ასე მარტივი ცოტა ისტორიაც უნდა იცოდე და ცოტა გამოცდილებაც უნდა გქონდეს. მე დინამოს გულშემატკივარი 10 წლის ასაკში გავხდი, როცა გუნდი ჩემპიონი გახდა და როცა სეზონში თბილისში თამაში არ გამომიტოვებია. ბარსას გულშემატკივრობა კი მაშინ დავიწყე, როცა მსოფლიო ჩემპიონატზე(1974 გერმანია) კრუიფის თამაში ვნახე, ის უკვე ბარსაში გადადიოდა. აი ასეთია ჩემი აზრი დღევანდელ დღეზე როცა ბარსამ ისტორიაში ალბათ ყველაზე სამარცხვინო თამაში ჩაატარა.