გლაზგოს “სელტიკის” თავდამსხმელი მუსა დემბელე მიიჩნევს, რომ მის გუნდს, სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, “კამპ ნოუზე” კარგი შედეგის დაფიქსირების ძალა შესწევს.
გუშინ, კატალონიურმა გუნდმა საკუთარ კედლებში “ალავესთან” წააგო. გუშინვე, “სელტიკმა”, პრინციპული მეტოქე, “რეინჯერსი” 5:1 გაანადგურა. თავად დემბელემ იმ მატჩში ჰეთ თრიქი გაიფორმა.
“შეგვიძლია, ბარსელონაში ჩავიდეთ და იქიდან დადებითი შედეგით დავბრუნდეთ. კატალონიაში იმისთვის მივდივართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ და შინ ქულით მაინც დავბრუნდეთ.
როდესაც თამაში იწყება, თუნდაც მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, უნდა აჩვენო, რას წარმოადგენ და შედეგის მისაღწევად ყველაფერი გააკეთო.”