workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის, ინიესტას და მესის მშობლები ”ოქროს ბურთზე”

ჩავის, ინიესტას და მესის მშობლები ”ოქროს ბურთზე”

ხოსე ანტონიო ინიესტა, ხოაკიმ ერნანდესი და ხორხე მესი საუბრობენ ”ბარსელონას” კანტერაზე.

ხოსე ანტონიო ინიესტა თავის შვილზე ისე საუბრობს, როგორც ანდრესი ”ოქროს ბურთზე”: ”ჩემი შვილი თამამად გაუყოფდა ამ ჯილდოს 46 ფეხბურთელს, რადგან მის წარმატებაში ”ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი”. ასევე ხოსე ანტონიომ აღნიშნა ჩავის წვლილი მისი შვილის წარმატებაში: ”ჩავი და ინიესტა მოკრძალებული სპორტსმენებია, რომლებიც ერთმანეთს ისე უგებენ, თითქოს ძმები იყვნენ. როდესაც ანდრესი ”ბარსელონაში” მივიდა ჩავიმ ის ისე მიიღო, თითქოს ანდრესი მისი შვილი იყო”.

ხოაკიმ ერნანდესმა აღნიშნა ხოსეპ გვარდიოლას უდიდესი წვლილი: ”გვარდიოლა ჯილდოს იმსახურებს. ზუსტად მან შექმნა ”ბარსას” ფილოსოფია. გუნდში შეიტანა ”fair play” და მოედანზე ხელოვნებას დგამს, რომლითაც მთელი მსოფლიო სიამოვნებას ღებულობს”.

ხორხე მესი: ”ეს ყველა ფეხბურთელისთვის საამაყოა და ”ბარსელონასთვის”, როგორც კლუბისთვის. ლეომ ბევრჯერ აღიარა, რომ მისთვის დიდი სიამოვნებაა მოედანზე იყოს ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიცაა ჩავი და ინიესტა, რომლებიც ამ ჯილდოს იმსახურებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward