workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Empire State Building “ბარსელონას” ფერებში განათდება

Empire State Building “ბარსელონას” ფერებში განათდება

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად ცნობილი შენობა, მანჰეტენის სიმბოლო, ემფაიერ სთეით ბილდინგი, ხვალ, “ბარსელონას” ფერებში განათდება. ეს ნიუ იორკში “ბარსელონას” ოფისის გახსნისადმი მიძღვნილი ცერემონიის ფარგლებში მოხდება.

ხვალ, ნიუ იორკში, “ბარსელონა” ახალ ოფისს გახსნის. ღონისძიებას, რომელიც UNICEF-თან თანამშრომლობის 10 წლის იუბილესაც ემთხვევა, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი კარდონერი და კატალონიელთა ახალი ელჩი, რონალდინიო დაესწრებიან.

რაც შეეხება ემფაიერ სთეით ბილდინგს – ის “ბარსელონას” ფერებში განათებული მთელი ღამის განმავლობაში იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward