workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტაბარესი: “მესის თამაშის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია”

ტაბარესი: “მესის თამაშის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია”

ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოსკარ ტაბარესი, არგენტინასთან წაგებული თამაშის (0:1) შემდეგ კომენტარს აკეთებს და მეტოქე გუნდის ლიდერს, ლიონელ მესის აქებს.

“არგენტინის ნაკრების თამაში სრულად მესიზეა დამოკიდებული. ამ ფეხბურთელის თამაშის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ამას უნდა უყურო, გაიკვირვო და აღფრთოვანდე.

არგენტინელებს შესანიშნავი და გამოცდილი გუნდი ჰყავთ. FIFA-ს რეიტინგით ეს საუკეთესო გუნდია და მე მას ვეთანხმები. მესის დონე ყველა დანარჩენისას აღემატება. ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა, მაგრამ გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაფერია.”

შეგახსენებთ, რომ არგენტინასა და ურუგვაის შორის გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ლეო მესიმ გაიტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward