ალკასერი – მხოლოდ მე-10 ესპანელი თავდამსხმელი ბოლო 36 წლის განმავლობაში

ალკასერი – მხოლოდ მე-10 ესპანელი თავდამსხმელი ბოლო 36 წლის განმავლობაში

თითქმის 4 ათეული წელია, “ბარსელონა” ესპანელ თავდამსხმელებზე მეტად აქცენტს უცხოელ შემტევებზე აკეთებს. მას შემდეგ, რაც 1980 წელს, “ბლაუგრანამ” კინი დაიმატა, კატალონიელებმა მხოლოდ 10 ესპანელი შემტევი იყიდეს.

1980-იან წლებამდე, “ბარსელონაში” ესპანელი თავდამსხმელი გაცილებით ხშირად თამაშობდა, ვიდრე მას შემდეგ. 1982 წელს, კატალონიელბმა პიჩი ალონსო შეიძინეს, რასაც 1985 და 1988 წლებში რაულ ამარილიასა და ხულიო სალინასის ტრანსფერები მოჰყვა.

1994 წელს, “ბარსამ” ხავიერ ესკაიჩი შეიძინა, რომელმაც თავი ვერაფრით გამოიჩინა და კატალონიელთა რიგებში მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა.

შემდეგ იყო ხუან ანტონიო პიცი, რომელიც “ბარსას” 1996 წელს შეუერთდა და რომელმაც, ბობი რობსონის ხელმძღვანელობით, საკმაოდ შედეგიანად ითამაშა. მას მოჰყვა დანი გარსია ლარასა და ალფონსო პერეს მუნიოსის ტრანსფერები.

14-წლიანი პაუზის შემდეგ, “ბარსამ” ესპანელი თავდამსხმელი კვლავ შეიძინა. 2010 წელს, კატალონიელებმა” ვალენსიადან”, დავიდ ვილია იყიდეს.

გავიდა კიდევ 6 წელი და “ბარსამ”, კვლავ “ვალენსიადან”, ამჯერად უკვე პაკო ალკასერი დაიმატა.

მთელი ამ დროის განმავლობაში, “ბარსელონა” უცხოელ თავდამსხმელებს უფრო წყალობდა. კატალონიური გუნდის რიგებში ითამაშეს რომარიომ, რონალდომ, ჯოვანიმ, რივალდომ, ხავიერ სავიოლამ, ლუის სუარესმა, სამუელ ეტოომ, პატრიკ კლუივერტმა, ჰენრიკ ლარსონმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ტიერი ანრიმ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • Stegen_1
    01 სექ 2016, 13:21

    კლუბის აღზრდილებზე საუბარი არ არის

  • zura1988
    01 სექ 2016, 12:39

    მგონი კლუბის აღზრდილებზე არაა საუბარი….

  • LEO MESSI
    01 სექ 2016, 12:01

    პედროც ხომ თავდამსხმელია

  • Neymar fani
    01 სექ 2016, 07:35

    messi xo argentineliada

  • mesi_10
    31 აგვ 2016, 23:57

    მესი არ შედის მათ რიცხვში?