workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სათადარიგთა სკამზე დახარჯული 122 მილიონი

სათადარიგთა სკამზე დახარჯული 122 მილიონი

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა “ბარსელონასთვის” დასრულებულია. ლუის ენრიკემ ის გუნდი მიიღო, რომელიც მას სურდა. 2016 წლის ზაფხულში, კატალონიელებმა, ახალ ფეხბურთელებში, 122.750.000 დახარჯეს, რაც ძალიან დიდი თანხაა. ამას ემატება 28 მილიონი ბონუსების სახით. ამ თანხის გადახდა “ბარსას” მომავალში მოუწევს.

გასაკვირი კი ისაა, რომ 122 მილიონიდან ერთი მილიონიც კი არ დახარჯულა ფეხბურთელზე, რომელიც გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იქნება. ექვსივე ფეხბურთელს, რომლებიც კატალონიელებმა შეიძინეს, სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უფრო ხშირად მოუწევს, ვიდრე მოედანზე ყოფნა.

აშკარაა, რომ ალკასერი მესი-სუარესი-ნეიმარის ტრიოდან კონკურენციას ვერავის გაუწევს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დენის სუარესი და ანდრე გომეში, ჯერჯერობით, ანდრეს ინიესტას, ან ივან რაკიტიჩის რეზერვისტები იქნებიან და არა მათი სრულფასოვანი შემცვლელები. ლუკა დინის ფუნქცია პერიოდულად ხორდი ალბას დასვენება იქნება. იასპერ სილესენი კი აცხადებს, რომ ის ტერ შტეგენისთვის კონკურენციის გაწევას აპირებს, მაგრამ თითქმის გამორიცხულია, გერმანელმა, 2-წლიანი ლოდინის შემდეგ, გუნდის პირველი მეკარის წოდება დათმოს. სასტარტოში მოხვედრის ყველაზე დიდი შანსი, ალბათ, სამუელ უმტიტის აქვს, რომელმაც ხავიერ მასკერანო ნელ-ნელა უნდა ჩაანაცვლოს. თუმცა, ისიც აშკარაა, რომ ახალგაზრდა ფრანგი მცველი ხერარდ პიკეს მუდმივი მეწყვილე, ჯერჯერობით, ვერ იქნება.

გამოდის, რომ “ბარსელონამ” მინიმუმ 122 და მაქსიმუმ 150 მილიონი სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელებში დახარჯა. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ზაფხულში შეძენილი ფეხბურთელების უმრავლესობას კატალონიური გუნდის მომავალი უაკვშირდება. გამონაკლისებად შეგვიძლია იასპერ სილესენი და ლუკა დინი დავასახელოთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • BCN_CHAMPION
    schedule 31 აგვ 2016, 09:14
    #16

    ძალიან მაგარია, ექნება ფეხბურთელებს დასვენების საშუალება, ამ სეზონში ყველა ტიტული უნდა მოვიგოთ, გამანადგურებელი გუნდი გვეყოლება

  • jorjone444
    schedule 31 აგვ 2016, 01:34
    #15

    ამ სტატიას უბრალოდ კომენტარიც არ სჭირდება. ეს რო ჰალამადრიზე დადებულიყო იქაც კი გამიკვირდებოდა,ბარსელონამ ბოლოს როდის გააკეთა ასეთი ჭკვიანური ტრანსფერები ვეღარც კი ვიხსენებ.1) ყველა ვინც მოიყვანეს არის ახალგაზრდა და ზუსტად იმ ასაკში როდესაც ფეხბურთელი არც ახალბედაა და არც ბოლომდე გახსნილი ანუ ასაკობრივად რო შეხედო ეს ისაკია როდესაც ნიჭმა ბოლომდე გახსნა უნდა დაიწყოს და თუ ვარგიხარ სად თუ არა ბარსელონაში უნდა გაიხსნა.მოკლედ ამ კომპონენტში ეს ტრასნფერები არის იდეალურად შესრულებული.2)არცერთი ნაყიდი ფეხბურთელი არ მოჩანს ისეთი რემელსაც არ შეუძლია თუნდაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელს გაუწიოს ღირსეული კონკურენცია და თუ ძირითადში ვერ დამკვიდრდება ამავე წელს მინიმუმ ღირსეული შემცვლელი იქნება.შეიძლება ერთადერთი გამონაკლისი პაკო იყოს,თუმცა ამ რგოლში არ არსებობს მსოფლიოში არცერთი ფეხბურთელი რომელიც სუარესს სკამზე დასვამდა, შესაბამისად უდიდესი ალბათობით ამას ვერ პაკო მოახერხებს და გულახდილად რო ვთქვათ ღმერთმა დაგვიფაროს რომ საქმე ისე წავიდეს ამ სეზონშივე სუარესმა პაკოს ძირითადში ადგილი დაუთმოს.ანუ გამოდის რომ წინა წლის სერიოზული პრობლემა გადაჭრილია იმ მხვრივ რომ კონკურენცია საოცრად გაიზარდა,ტრამვების ალბათობა შემცირდა და გადაღლილობის პრობლემაც მოხსნილია.ამ კომპონენტშიც ეს ტრანსფერები უმაღლეს შეფასებას იმსახურებს.3)ამ ტრანსფერებით ბარსამ საფუძლველი ჩაუყარა მომავალი ბარსას პროექტს და იდეალური შერწყმა გამოვიდა ახალგაზრდების ლეგენდებთან.რაც საბოლოო ჯამში ამ ახალგაზრდების უსწრაფესს პროგრესს გამოიწვევს, რომ რამოდენიმე წელშიც ამათგან ახალი ლეგენდები მივიღოთ.122 მილიონი დახარჯაო გუნდმა რომ ვამბობთ და რა მერე??? 110 მილიონი იუნაიტედმა 1 ფეხბურთელში გადაიხადა და ამაზე არავინ წუხს და ჩვენ მსოფლიოს პირველი გუნდი ვართ და ახალგაზრდა ბიჭებში რომ 122 გადავიხადოთ ეს არის გასაკვირი??? არ მესმის სად არის ლოგიკა??? დღეს ვინც არ ხარჯავს ან არასწორად ხარჯავს შედეგსაც შესაბამის ღებულობს(ინტერი,მილანი მშვენიერი მაგალითია ამის).ავტორ არაფერი პირადული, მაგრამ მეტი პროფესიონალიზმი და მეტი ანალიზი სანამ სტატიას დადებ.

  • paco alcacer
    schedule 30 აგვ 2016, 23:38
    #14

    getanxmebi

  • mesi_10
    schedule 30 აგვ 2016, 22:57
    #13

    ჩემი აზრით მეტ-ნაკლებათ ყველა ფეხბურთელს ექნება სათამაშო დრო მაგრამ რაც შეეხება ალკასერს რაღაც მეეჭვება ის რომ თუნდაც მეორე ტაიმში ჩაერთოს ხოლმე დიდი ალბათობით ენრიკე მაშინ შეიყვანს მოედანზე როცა ბარსა მეტოქეს დიდი ანგარიშით უგებს ან სუსტ გუნდს ხვდება მაგ დროს ტრიოდან რომელიმეს ასვენებს, ისიც გასაგებია რომ ტყუილათ არ გადაიხადეს მასში 30 მილიონი და გარკვეული რაოდენობის თამაშებში მაინც მიიღებს მონაწილეობას მარა პრინციპულ შეხვედრებში თუ სამივე თავდამსხმელი ხოდზე იქნება ამის თამაში გამორიცხული იქნება გარდა იმ შემთხვევისა თუ სასურველი ანგარიშით იგებს ბარსა და მაქ უკვე ენრიკეზე იქნება დამიკიდებული ისევ იმ შემადგენლობით დაასრულებს შეხვედრას თუ გარკვეულ დროს ალკასერსაც მისცემს, ნუ რაც არ უნდა იყოს მთავარია წუწუნი არ დაიწყოს არასაკმარის სათამაშო დროზე და დაელოდოს მის მომენტს.

  • თორნიკე (ბარსა)
    schedule 30 აგვ 2016, 22:37
    #12

    აი რატო უხაროდა პაკო ალკასერს ბარსაში გადმოსვლა კაი სკამენი აქვთო 😀 stuck_out_tongue_closed_eyes რათქმაუნდა ხუმრობით

  • alen halilovic
    schedule 30 აგვ 2016, 21:31
    #11

    ხოდა ზუსტად ეგ გვჭირდებოდა. შარშან ესეთი სკამი რო გვყოლოდა, ჩვენი შემჩერებელი აღარავინ იქნებოდა. ბოლოს აშკარად გადაღლილი იყო ყველა

  • Devidbeckham2332
    schedule 30 აგვ 2016, 21:08
    #10

    გამონაკლისი დინი რატოო

  • LEO MESSI
    schedule 30 აგვ 2016, 20:20
    #9

    წელს უძლიერესი ზამენა გვყავს

  • otoghost
    schedule 30 აგვ 2016, 19:03
    #8

    ზალიან კარგია, ძირითადის ფეხბურთელი არც გვჭირდებოდა ყველა გვყავს ადგილზე

  • ANRIBARCA
    schedule 30 აგვ 2016, 18:30
    #7

    ციტატა: xavi-iniesta-messi
    აუ რამდენ სისულელეს წაიკითხავ ამ საიტზე უკვე რა რო ვაფშე ფეხბურთის გარტყმაში არ არიან და გეგმებს აწყობენ თავისი ჭკუით. კაი მოკლედ ამას რა მნიშვნელობა აქ… მიუხედავად იმისა რომ ალკასერი წინააღდეგი ვიყავი გუნდში გადმოყვანის მაინც იმედს ვიტოვებ ამ 4 თუ 5 ტრასფერიდან მინუმუმ 1 მაინც გაამართლებს ბოლომდე და ძალიან შეგვაყვარებს თავს…


    სად წაიკითხე ახლა აქ სისულელე გამაგებინე?!

  • barcelona-mns
    schedule 30 აგვ 2016, 18:25
    #6

    wels imedia zamena gaamartles da dziritadis bichebic daisveneben xolme

  • xavi-iniesta-messi
    schedule 30 აგვ 2016, 18:23
    #5

    აუ რამდენ სისულელეს წაიკითხავ ამ საიტზე უკვე რა რო ვაფშე ფეხბურთის გარტყმაში არ არიან და გეგმებს აწყობენ თავისი ჭკუით. კაი მოკლედ ამას რა მნიშვნელობა აქ… მიუხედავად იმისა რომ ალკასერი წინააღდეგი ვიყავი გუნდში გადმოყვანის მაინც იმედს ვიტოვებ ამ 4 თუ 5 ტრასფერიდან მინუმუმ 1 მაინც გაამართლებს ბოლომდე და ძალიან შეგვაყვარებს თავს…

  • Neymar legend
    schedule 30 აგვ 2016, 18:02
    #4

    Dzaaan magariaaa

  • Ikalanii
    schedule 30 აგვ 2016, 17:30
    #3

    და ეგრეც უნდა ყოფილიყო ამ ზაფხულს ბარსამ ნიჭიერი ახალგაზრდები იყიდა მომაცლისთვის და ძალიან კარგი შემცვლელები ძირითადი გუნდის 🙂

  • boyvaso
    schedule 30 აგვ 2016, 17:17
    #2

    კარგია. სათადარიგო სკამი იყო პრობლემა ბარსასთვის.ამიტომ ყველაპერი რიგზეა

  • tikok
    schedule 30 აგვ 2016, 17:17
    #1

    ყველა მათგანი დაეხმარება ბარსას ახლა თუარა მომავალში