როგორც კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ახალგაზრდულმა გუნდმა მოახერა მეორე დივიზიონში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის, “ერკულესის” დამარცხება.
ახალგაზრდულმა გუნდმა მოახერხა მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა თამაშის დაწყებიდან 30 წამში. გოლის გამტანი კი მარკ კარდონა იყო.
53-ე წუთზე, პერეამ მოახერხა თავისი დარტყმით, “ერკულესის” კარის კიდევ ერთხელ აღება, ხოლო საბოლოოდ, 88-ე წუთზე, თამაში მუხიკამ დაამთავრა საკუთარი გოლით.
“ერკულესმა” მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა. ეს 1 გოლი კი მათ პენალტმა მოუტანა, რომლის დანიშვნაც ახალგაზრდების მიერ, საკუთარ საჯარიმოში უხეშობამ გამოიწვია.
გოლების გარდა, პერეას შესანიშნავი დარტყმა აუღო “ერკულესის” მეკარემ, რომელიც გასვლის შემთხვევაში, “ბარსა ბ-ს”, 1 გოლიან უპირატესობას მიანიჭებდა.
განსაკუთრებით აღსანიშნი ისაა, რომ რაფა მუხიკა, 74-ე წუთზე, სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა და მან 9 წუთში შეძლო მოწინააღმდეგისთვის გოლის გატანა.
შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მეორე დივიზიონში, “ბარსა ბ-ს” მეორე გამარჯვებაა.