რიბერიუ: “გაბიგოლის მომავალი 1 კვირაში გადაწყდება”

რიბერიუ: “გაბიგოლის მომავალი 1 კვირაში გადაწყდება”

როგორც ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავის, გაბრიელ ბარბოსას აგენტი, ვაგნერ რიბეირუ იუწყება, ფეხბურთელის მომავალი გუნდი, 1 კვირაში გახდება ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, გაბიგოლით: “ინტერი”, “იუვენტუსი” და “ბარსელონა” არიან დაინტერესებული, რომლებმაც “სანტოსს” მოთამაშის სანაცვლოდ შეთავაზებაც კი გაუგზავნეს.

რიბეირუმ შემოთავაზებებზე ისაუბრა და შემდეგი რამ განაცხადა: “ყველა შემოთავაზება არის ოფიციალური. “სანტოსს” ოთხმა დიდმა ევროპულმა კლუბმა შესთავაზა თანხა, მე ამ ყველაფერზე ვმუშაობ და გაბიგოლს მალე შევხვდები მისი მომავლის გადასაწყვეტად.”

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ორი დღით ადრე რიბერიუს განცხადებამდე, “სანტოსის” პრეზიდენტმა შემდეგი რამ თქვა: “სანტოსი” მოთამაშეების გაყიდვით დაინტერესებული არაა. თუ შემოთავაზება გვექნება, მაშინ მას განვიხილავთ. ოფიციალურად მხოლოდ “ინტერისგან” და “იუვენტუსისგან” მივიღეთ წინადადება, დანარჩენი ყველაფერი ტყუილია.”

აგენტის თქმით, ფეხბურთელის მომავალი, მომავალ 1 კვირაში გადაწყდება.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია