workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კლაუდიო ბრავე მალე 10 ყველაზე ძვირადღირებული მეკარის სიაში შევა

კლაუდიო ბრავე მალე 10 ყველაზე ძვირადღირებული მეკარის სიაში შევა

როგორც ვიცით, ჩილელი მეკარე, კლაუდიო ბრავო უკვე ფაქტიურად გადავიდა პეპ გუარდიოლას მანჩესტერ “სიტიში”, რის გამოც ის დიდი ალბათობით, საკუთარი სატრანსფერო თანხით შევა 10 ყველაზე ძვირადღირებული მეკარის სიაში.

ბრავომ მისი სტატისტიკა საკმაოდ კარგად გააუმჯობესა “რეალ სოსიედადიდან” გადმოსვლის შემდეგ, ის 12 მილიონი ევრო დაუჯდა “ბარსელონას”, რითაც მე-12 ადგილზე გადავიდა ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების სიაში.

მართალია, ჯერჯერობით, “სიტის” მიერ გადახდილი თანხა დასახელებული არაა, თუმცა შეგვიძლია ვარაუდით ვთქვათ, რომ ბრავო ტრანსფერის შემდეგ, ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების სიაში, მე-6 ადგილზე გადავა.

მისი გამოცდილებით, თუმცა ამავდროულად მისი ასაკით, “სიტიმ” საკმაოდ კარგი მეკარე აიყვანა, ხოლო “ბარსელონამ” ჩილელში გადახდილი თანხა ბოლომდე ამოიღო.

ახლა კი შემოგთავაზებთ ამჟამინდელ 10 ყველაზე ძვირადღირებული მეკარის სიას. (ბრავოს გამოკლებით, რადგან მისი ტრანსფერი, როგორც გითხარით, ჯერ არ განხორციელებულა).

1. ჯანლუიჯი ბუფონი – “იუვენტუსი” – 52.8 მილიონი ევრო

2. მანუელ ნოიერი – “ბაიერნი” – 30 მილიონი ევრო

3. ფრანჩესკო ტოლდო – “ინტერი” – 26.5 მილიონი ევრო

4. დავიდ დე ხეა – “იუნაიტედი” – 25 მილიონი ევრო

5. სებასტიან ფრეი – “პარმა” – 21 მილიონი ევრო

6. ანჯელო პერუზი – “ინტერი” – 19 მილიონი ევრო

7. ანჯელო პერუზი – “ლაციო” – 17.9 მილიონი ევრო

8. იან ობლაკი – “ატლეტიკო” – 16 მილიონი ევრო

9. პეტერ ჩეხი – “არსენალი” – 14 მილიონი ევრო

10. უგო ლორისი – “ტოტენჰემი” – 12.6 მილიონი ევრო

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • ika antimadridista
    schedule 24 აგვ 2016, 16:17
    #6

    20 მილიონი მაინც გადაიხადონ

  • Boomer
    schedule 24 აგვ 2016, 15:25
    #5

    ციტატა: Rivaronalmess
    Kasilasi ? Valdesi ? Reina?

    ეს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების სიაა, აქ წერია განხორციელებული ტრანსფერების სიები და არა თავის დროზე მეკარეების მიახლოებითი ფასები

    იმედია ახლა მიხვდით 🙂

  • Boomer
    schedule 24 აგვ 2016, 14:04
    #4

    ციტატა: nika 54
    6. ანჯელო პერუზი – "ინტერი" – 19 მილიონი ევრო

    7. ანჯელო პერუზი – "ლაციო" – 17.9 მილიონი ევრო -ვაა ეს ორ გუნდში ერთდროულად თამაშობს? თუ სხვადასხვები არიან.

    არა ეგ ორჯერ გადავიდა სხვა გუნდში და მაგ ფასებით, ანუ ზედიზედ 2 ადგილს იკავებს

  • nika 54
    schedule 24 აგვ 2016, 13:53
    #3

    6. ანჯელო პერუზი – "ინტერი" – 19 მილიონი ევრო

    7. ანჯელო პერუზი – "ლაციო" – 17.9 მილიონი ევრო -ვაა ეს ორ გუნდში ერთდროულად თამაშობს? თუ სხვადასხვები არიან.

  • Boomer
    schedule 24 აგვ 2016, 13:36
    #2

    ციტატა: KOTE KVERNADZE
    ise suratze bufonia

    პირველია ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების სიაში და მაგიტომ 🙂

  • ronaldinho legenda10—-
    schedule 24 აგვ 2016, 11:22
    #1

    Sadgac 20 mde mogvcemen. Magram bravom barsastvis meti gaaketaT_T