13 იანვარი: IFFHS-მ ჩავი 2009 წლის საუკეთესო ფლეიმეიქერად დაასახელა.
13 იანვარი: რამდენიმე საათის შემდეგ, ჩავიმ ძალზედ ლამაზი გოლის გატანა, “სამეფო თასზე”, “სევილიას” წინააღმდეგ შეძლო, მაგრამ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ ეს გოლი არ ეყო.
23 იანვარი: “ბარსამ” “ვალიადოლიდი” ანგარიშით, 3–0 დაამარცხა. პირველი გოლი ჩავის ანგარიშზეა.
6 თებერვალი: ჩავი კიდევ იტანს, ამჯერად “ბარსამ” “ხეტაფე” ანგარიშით, 2–1 დაამარცხა.
15 თებერვალი: იგი მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმას იღებს.
23 თებერვალი: “ბარსას” 6–იანი მოედანს უბრუნდება. მან მონაწილეობა “ჩემპიონთა ლიგის” შეხვედრაში მიიღო, სადაც “ბარსამ” გერმანულ “შტუტგარტთან” ფერდ, 1–1 ითამაშა.
25 თებერვალი: ქალაქი ტერასა ჩავის ქალაქის საპატიო მედლით აჯილდოვებს.
14 მარტი: ამ თარიღზე მან გუნდთან ერთად 195–ე მატჩი მოიგო და მიგელის რეკორდი დაამყარა. კატალონიელ ნახევარმცველს ამისთვის 49 თამაშით ნაკლები დაჭირდა.
17 მარტი: ჩავიმ სხვა კუნთის ტრავმას იღებს და “შტუტგართან” მეორე მატჩს ტოვებს (4–0).
27 მარტი: იგი “მალიორკას” წინააღმდეგ 30 წუთით თამაშობს (0–1).
31 მარტი: ჩავიმ სეზონის ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ამ თარიღზე იგი და მისი გუნდი “არსენალს” დაუპირისპირდნენ, სადაც გუნდებმა მატჩი ფრედ, 2–2 დაასრულეს.
8 აპრილი: ჩავი ტერასას საპატიო მედლით დაჯილდოვდა.
10 აპრილი: ალბათ ეს თარიღი ყველასთვის კარგად ნაცნობია. ამ დღეს “ბარსამ” “ბერნაბეუზე” ადგილობრივი “რეალ მადრიდის” დამარცხება ანგარიშით, 0–2 შეძლო. ორივე საგოლე პასის ავტორი ჩავი გახლავთ.
17 აპრილი: ჩავიმ “კორნელა–ელ პრატზე” თავისი მეათე დერბი გამართა, რომელშიც “ბარსამ” მატჩი ფრედ, 0–0 დაასრულა.
24 აპრილი: “ხერეზთან” გამარჯვებით ჩავიმ “ლა ლიგას” მეორასე მატჩში გაიმარჯვა.
1–ლი მაისი: “ბარსამ” “ვილიარეალი” ანგარიშით, 1–4 დაამარცხა. მეორე გოლი ჩავის ანგარიშზეა.
8 მაისი: “სევილიასთან” მატჩში (2–3) ჩავიმ ლიგაში მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც “ვალიადოლიდთან” მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო.
16 მაისი: ბოლო მატჩში გამარჯვებით ჩავიმ “ლა ლიგას” ტიტულის მოპოვება მეხუთეჯერ მოახერხა – მხოლოდ რომალეტესსა და გვარდიოლას აქვთ ეს ტიტული 6–ჯერ მოპოვებული.
20 მაისი: ვისენტე დელ ბოსკემ სამხრეთ აფრიკაში გასამგზავრი ფეხბურთელების სია წარმოადგინა, რომელშიც რაღა თქმა უნდა ჩავი ერნანდესიც შედიოდა.
9 ივნისი: ჩავიმ “ბარსასთან” კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმა. “მე კარიერის დასრულება აქ მსურს”, განაცხადა ჩავიმ.
16 ივნისი: შვეიცარიასთან მატჩში მან მთელი 90 წუთი დაჰყო მოედანზე. მოგეხსენებათ ეს შეხვედრა ესპანეთმა მარცხით დაასრულა.
21 ივნისი: ჰონდურასის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ (2–0) მან 65 წუთით ითამაშა.
25 ივნისი: ჩავი ესპანეთს ლიდერობა გაუწია და ჩილეს ეროვნული ნაკრები ანგარიშით, 2–1 დაამარცხა, რის შედეგადაც გუნდი მერვედფინალში გავიდა.
29 ივნისი: დავიდ ვილიამ პორტუგალიის კარში გოლის გატანა სწორედ ჩავი ერნანდესის პასის შემდეგ მოახერხა. “ფიფამ” იგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
3 ივლისი: ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა პარაგვაი ანგარიშით, 1–0 დაამარცხა.
7 ივლისი: მის მიერ ჩაწოდებულ ბურთს თავი “ბარსას” კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა დაახვედრა და გუნდს “მსოფლიო ჩემპიონატის” ფინალში გაყვანაში დაეხმარა. ამ გოლმა ალბათ ყველას ის დაუვიწყარი “2–6” გაგვახსენა. ჩავი კიდევ ერთხელ დასახელდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.
11 ივლისი: ესპანეთი ფინალშია. ჩავიმ მოედანზე მთელი 120 წუთი დაჰყო. ალბათ ყველას მოგეხსენებათ, თუ როგორ დამთავრდა ეს მატჩი…
12 ივლისი: ჩავი 2010/11 წლების სეზონს ასრულებს. მან ამ სეზონში 63 მატჩის ჩატარება შეძლო.
12 აგვისტო: ჩავიმ არდადეგების შემდეგ გუნდის პრე–სეზონის ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა.
16 აგვისტო: ვალდესთან, პიკესთან და მესისთან ერთად იგი “უეფას” პრიზის კანდიდატად დასახელდა.
18 აგვისტო: 12 წელი გავიდა იმის შემდეგ, რაც მას დებიუტი “მალიორკას” წინააღმდეგ ქონდა.
21 აგვისტო: ჩავიმ სეზონის პირველი ტიტული მოიპოვა – “ესპანეთის სუპერ თასი”.
25 სექტემბერი: “სან მამესზე” გუნდმა ანგარიშით, 1–3 გაიმარჯვა. ერთ–ერთი გოლი ჩავიმაც გაიტანა.
1–ლი ოქტომბერი: ჩავი ტრავმას ღებულობს, რის გამოც მას რამდენიმე თამაშის გამოტოვება უწევს.
5 ოქტომბერი: იგი “კატალონიის სპორტულ პრიზს” იღებს.
6 ოქტომბერი: ჩავი ტერასას ქალაქის საპატიო პრიზს კიდევ ერთხელ იღებს.
16 ოქტომბერი: ინიესტასთან ერთად, “ვალენსიასთან” შეხვედრაში იგი ერთ–ერთი საუკეთესო იყო (2–1).
22 ოქტომბერი: ჩავის “სარაგოსასთან” არ უთამაშია, სამაგიეროდ მან “ასტურიის პრინცის ჯილდოს” მიღება მოახერხა.
29 ნოემბერი: ამ თარიღზე “ბარსამ” “კამპ ნოუზე”, “რეალ მადრიდი” ანგარიშით, 5–0 გაანადგურა. პირველი გოლი “ბარსას” ვიცე–კაპიტანმა, ჩავი ერნანდესმა გაიტანა.
6 დეკემბერი: ჩავი, ინიესტასთან და მესისთან ერთად, იმ სამეულში მოხვდა, რომელიც “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლას განაგრძობს.