პამპლონაში გამარჯვება ”ბარსასთვის” ზედიზედ რიგით მერვე იყო. გთავაზობთ თამაშის ირგვლივ არსებულ ფაქტებსა და ციფრებს.
– აღნიშნული მოგებით ”ბარსამ” თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა ”ლა ლიგაში”, შვიდი მოგება, შვიდი გასვლითი თამაშიდან.
– მიმდინარე სეზონში, ”ლა ლიგაში” ”ბარსელონამ” პირველად გაიტანა გოლი პენალტით.
– აღნიშნულ თამაშში მესიმ თავისი მე-15 გოლი გაიტანა ”ლა ლიგაში”.
– ბოლო შვიდ თამაშში პედრომ შვიდი გოლი გაიტანა.
– თუ არ ჩავთვლით ”კატალონიის თასს”, ”ბარსას” უკვე მეოთხე თამაშია გოლი არ მიუღია საკუთარ კარში.
– ზემოთ ხსენებულ ოთხ თამაშში გუნდმა 19 გოლი გაიტანა.
– მიმდინარე სეზონში პირველად, პეპ გვარდიოლამ გამოიყვანა მოედანზე ის 11 საწყისი ფეხბურთელი, რომელიც წინა თამაშზე იყო.
– ”ოსასუნამ” მხოლოდ ოთხჯერ დაარტყა კარის მიმართულებით, ”ბარსელონამ” კი 15-ჯერ.
– ჩავი ერნანდესი გუნდის ყველაზე აქტიური მოთამაშე იყო, მან 103-და 90 ზუსტი გადაცემა განახორციელა.



