workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრაიდა: “იტალიიდან დიბალასა და ბუფონს შევიძენდი”

ბრაიდა: “იტალიიდან დიბალასა და ბუფონს შევიძენდი”

“ბარსელონას” სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა, La Gazzetta dello Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, იტალიურ ფეხბურთზე საუბრობს. მისი თქმით, საშუალება რომ ჰქონდეს, სერია A-დან პაულო დიბლასა და ჯანლუიჯი ბუფონს შეიძენდა.

კითხვაზე, ვის დაიმატებდა იტალიიდან, ამის შანსი რომ ჰქონდეს, ბრაიდამ უპასუხა: “ერთმნიშვნელოვნად პაულო დიბალასა და ჯანლუიჯი ბუფონს.”

ბრაიდამ “ბარსელონადან” “იუვენტუსში” გადასულ დანი ალვესზეც ისაუბრა.

“ალვესი ჩემპიონია. ის კარგი პიროვნება და ტექნიკური ფეხბურთელია, რომელმაც იცის, როგორ უნდა ითამაშოს ინდივიდუალურად და გუნდურად. “ბარსელონაში” ის უყვარდათ და ქალაქი და კლუბი მასაც უყვარდა. თუმცა, მან გადაწყვიტა დაემკტიცებინა, რომ შეუძლია უმაღლესი დონის ფეხბურთი ყველგან ითამაშოს.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward