workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საკი: “მესი ისტორიაში საუკეთესო არგენტინელი არაა”

საკი: “მესი ისტორიაში საუკეთესო არგენტინელი არაა”

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი არიგო საკი ლიონელ მესიზე საუბრობს და აცხადებს, რომ “ბარსას” 10 ნომერი თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ არგენტინას მასზე უკეთესი მოთამაშეებიც ჰყოლია.

“საუკეთსეო არგენტინელი? მარადონა ან დი სტეფანო. ორივე უდიდესი მოთამაშე იყო. ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულები იყვნენ, მაგრამ დიდებულები. მარადონა უფრო ნიჭიერია, დი სტეფანო კი, მოედანზე ყველგან იყო.

მესი, დღესდღობით, მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ მას მარადონას თვისებები არ აქვს. დიეგომ წარმატებას ესპანეთსა და იტალიაში მიაღწია, რაც ძალიან ძნელია. მისი შეჩერება არავის შეეძლო.

დარწმუნებული ვარ, მესი აზრს შეიცვლის და არგენტინის ნაკრებში დაბრუნება. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არ უნდა დავკარგოთ.

მესი თუ რონალდუ? კრიშტიანუ სამაგალითო პროფესიონალია, მაგრამ მას ლეოს მსგავსი ნიჭი არ აქვს.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward