“ბარსელონამ”, 2016/17 წლების სეზონისთვის მზადება კარგად დაიწყო. კატალონიელებმა, პირველ ამხანაგურ მატჩში, შოტლანდიის ჩემპიონი “სელტიკი” იოლად, ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.
თამაშის შემდეგ, “ბარსას” რამდენიმე ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.
დენის სუარესი
“თავს კარგად ვგრძნობდი. კარგი მატჩი ჩავატარეთ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც უკვე ფორმაშია შესული. თავს კარგად ვგრძნობდი ორივე პოზიციაზე – მარცხნივაც და მარჯვნივაც და როდესაც შენ გვერდით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ყველაფერი მარტივდება.
დებიუტით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ამ დღეს დიდი ხანი ველოდი. ვიცი, რომ ეს ოფიციალური თამაში არ იყო, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ.”
სერჟი რობერტო
“კარგად ვითამაშეთ და ასევე უნდა განვაგრძოთ. მწვრთნელს შანსის მოცემისთვის და შექებისთვის მადლობას ვუხდი. ახლა, თავდაუზოგავად უნდა ვიშრომო, რათა სეზონის სტარტს მზად შევხვდე.
გუნდში ჯანსაღი კონკურენციაა. მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა. მათ შორის ახალგაზრდებმაც, რომელთა უმრავლესობამაც სადებიუტო თამაში ჩაატარა.”
სერხი სამპერი
“მიზანი სათამაშო დროის კარგად გამოყენება იყო. თავიდან გაგვიჭირდა, რადგან ბოლო დღეებში რამდენიმე დატვირთული ვარჯიში გვქონდა, მაგრამ საერთ ჯამში კარგად ვითამაშეთ. ძალიან მიხარია, რომ ცოტა ხნით კაპიტნობამაც მომიწია.
ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ “ბარსელონაში” დავრჩე, მაგრამ საბოლოო სიტყვა მწვრთნელზეა.”
ხორდი მასიპი
“კარგად ვითამაშეთ. შედარებით ცუდად დავიწყეთ, მაგრამ გუნდმა გადაჯგუფება მოახერხა და კარგად დავამთავრეთ. ასე უნდა განვაგრძოთ.”
ხუან კამარა (მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი)
“გამიკვირდა. ბედნიერი ვარ, რადგან განაპირა მცველის პოზიციაზე, აქამდე, ბევრჯერ არ მითამაშია. ჯილდოს ოჯახს ვუძღვნი, რომელიც ყოველთვის ჩვემ გვერდითაა. ყოველთვის წინ ვთამაშობდი, მაგრამ თუ დაცვაში თამაში შემიძლია და ეს პირველ გუნდში ყოფნის შანსია, მაშინ ამას გავაკეთებ.”
ვიდალი შეტევში კარგად მიდის მაგრამ დაცვაში რაა სანდო თან ელ კლსიკოს დროს რონალდოს ფლანგზეა და რონალდოს არამგონია რამე მოუხერხოს დაცვაში სუსტია
Warmatebebi
Kamara dzaan monewona vfiqrib pirvel gundshi male gadava tu ase gaagrdzelebs
Cotaxanshi gelit 1 gundshi samudamod!!!
https://www.youtube.com/watch?v=mVmS48GTpow
Kargia imedia atamashdebian es bicebi
Warmatebebi kamaras
roberto albat alvesis adgils daikavebs da gunds daexmareba me zazos natqvams vetanxmebi
Lucho Ra zmani iyoo 😀
კამარა მაგარი ყოფილა დინიემ თუ ვერ გამართლა ის იქნება მისი შემცვლელი
Roberto oqroa axalgazrdebze unda gaketdes aqcenti wels dzaan magari gundi gveyoleba erti suli maqvs dziritadi sastavi chamoyalibdes
კარგად ითამაშა ამანც ბევრს დარბოდა ძაან
კამარა რა კაციაა