workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ცივი პამპლონა” კატალონიელებს ელის

“ცივი პამპლონა” კატალონიელებს ელის

მადრიდის “რეალთან” მატჩის შემდეგ “ბარსა” “ლა ლიგას” უბრუნდება. დღეს, თბილისის დროით 23 საათზე, კატალონიელები პამპლონაში, ადგილობრივ “ოსასუნას” დაუპირისპირდებიან…

მატჩამდე გვარდიოლამ განაცხადა, რომ ეს მატჩი “ბარსასთვის” კარგი ტესტი იქნება და მართაც, ძალიან საინტერესო იქნება, თუ როგორ შეძლებს “ბარსა” თამაშს ასეთი გამარჯვების შემდეგ. მთავარია გუნდმა ახლა კონცენტრაცია მაქსიმალურად ამ მატჩზე გადაიტანოს და ყველაფერი ისე გააკეთონ, როგორც ეს ორშაბათს, “ნოუ კამპზე” გვაჩვენეს.

არგენტინელი მცველის, გაბრიელე მილიტოს გარდა, “ბარსას” მხრიდან ყველა ფეხბურთელი მზად ყოფნაშია. გვარდიოლამ განაცხადში “ბარსა ბ”–ს ახალგაზრდა ვარსკვლავი, ტიაგო ალკანტარა შეიყვანა. ამ კვირაში ყველა ლეო მესის ტრავმაზე საუბრობდა, მაგრამ გუშინ გვარდიოლამ განაცხადა, რომ არგენტინელ “ფეხბურთელს” აღარაფერი აწუხებს. ასე, რომ გუნდი “ლა ლიგას” შემდეგ ტურს, ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდება.

“ოსასუნას” ტრავმირებული თავდამსხმელი არანდა და მცველი დამია დააკლდებათ. მათთან ერთად კი ვერ ითამაშებენ რუბერი და კალიეხა, მაგრამ შეხვედრაში მონაწილეობა ვეტერანმა ფეხბურთელმა, ვოლტერ პანდიანიმ შეიძება მიიღოს.

ამ სეზონში “ოსასუნა” საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელია. მათ საკუთარ მოდანზე მატჩი 4–ჯერ გამარჯვებით, ხოლო 2–ჯერ ფრედ დაასრულეს, მაგრამ გასვლით შეხვედრებში გუნდი თავისი შედეგით ნამდვილად ვერ იამაყებს. ახლა პამპლონელები მეთორმეტე ადგილზე, 15 ქულით იმყოფებიან. წინა კვირას ისინი ბილბაოს “ატლეტიკთან” დამარცხდნენ, ახლა “ოსასუნა” საკუთარ მოედანზე მსოფლიოს საუკეთესო გუნდს მიიღებს, ხოლო შემდეგ კვირას მათ “ვალენსისთან” შერკინება მოუწევთ.

“ოსასუნასგან” განსხვავებით, “ბარსას” გასვლით შეხვედრებში საუკეთესო შედეგი აქვს ნაჩვენები. სეზონის სტარტიდან “ბარსამ” ზედიზედ 6 გასვლით შეხვედრაში შეძლო გამარჯვება. ამ 6 მატჩში კი ფეხბურთელებმა 21 გოლის გატანა შეძლეს, ხოლო საკუთარ კარში მოლოდ და მხოლოდ 3 ბურთი მიიღეს. მადრიდელების დამარცხების შემდეგ გუნდმა ქვეყნის ჩემპიონატში ზედიზედ მეშვიდე შეხვედრაში მოიპოვეს გამარჯვება. გაიტანეს 28 და მიიღეს მხოლოდ 3 ბურთი.

ბოლო 10 წლის შედეგების მიხედვით უნდა ითქვას, რომ “ბარსელონას” პამპლონაში გამარჯვების მოპოვება უჭირს. ამ 10 წლის მანძილზე “ბარსამ” “ოსასუნა” გასვლით შეხვედრებში მხოლოდ 3–ჯერ დაამარცხა, 2–ჯერ წააგო, ხოლო 5–ჯერ მატჩი ფრედ დაასრულა. შარშან კატალონიელებმა “ოსასუნასთან” ფრედ, 1–1 ითამაშეს. მატჩის შემდეგ კი “ბარსას” ოფიციალურ საიტმა ამ შეხვედრას “მოულოდნელი და სასტიკი” უწოდა.

დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად, სათამაშოდ მზადაა ესპანელი ფორვარდი, დავიდ ვილია, რომელსაც 3 დეკემბერს 29 წელი შეუსრულდა. იგი “ოსასუნას” წინააღმდეგ 14–ჯერაა გამოსული და მათი კარი 10–ჯერ აქვს დალაშქრული. პამპლონელი ახალგაზრდა ვარსკვლავი, ნაჩო მონრეალი, რომელსაც ესპანეთის ნაკრებში დებიუტი უკვე ქონდა, ლეო მესისთან ერთად საინტერესო შეხვედრას გვპირდება.

მოგეხსენებათ გუშინ “რეინო დე ნავარა” თოვლით იყო დაფარული, რის გამოც “ოსასუნას” ფეხბურთელებმა საკუთარ მოედანზე ვარჯიშის გამართვა ვერ შეძლეს. დღეისთვის თოვლი ნავარაუდები არ არის, მაგრამ როგორც სინოფტიკოსები იუწყებიან, “მზიანი ამინდი” პამპლონას ნამდვილად არ ესტუმრება. ფეხბურთელებს სიცივეში მოუწევთ თამაში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward