workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
“ბარსამ” კუთვნილი ადგილი დაიბრუნა

“ბარსამ” კუთვნილი ადგილი დაიბრუნა

მსოფლიოს ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) რეიტინგში “ბარსელონამ” პირველი ადგილი დაიბრუნა. გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მილანის “ინტერისთვის” დათმობის შემდეგ კატალონიელებს მე-2 ადგილით დაკმაყოფილება უხდებოდათ, მაგრამ ნოემბრის მატჩების ფეერიულად ჩატარების შემდეგ, გვარდიოლას გუნდმა მილანელებს ადგილი გაუცვალა.

იმ შემთხვევაში, თუ “ბარსამ” დეკემბრის ბოლომდე შეინარჩუნა ლიდერობა, კატალონიელები 2010 წლის საუკეთესო კლუბის სტატუსს მოიპოვებენ. შეგახსენებთ, რომ იგივე ორგანიზაციის დათვლებით, “ბარსელონა” როგორც 2009 წლის, ასევე 21-ე საუკუნის პირველი დეკადის საუკეთესო კლუბია.

აქვე გთავაზობთ 2009 წლის 1 დეკემბრიდან 2010 წლის 1 დეკემბრამდე არსებულ რეიტინგს:

ადგილი კლუბი ქვეყანა ქულა
1. (2) ბარსელონა ესპანეთი 301
2. (1) ინტერი იტალია 297
3. (3) ბაიერნი გერმანაი 264
4. (7) ესტუდიანტესი არგენტნია 239
5. (6) ატლეტიკო ესპანეთი 236
6-7. (11) მანჩესტერი ინგლისი 235
6-7. (4) ჩელსი ინგლისი 235
8. (5) ლივერპული ინგლისი 230
9. (8) რეალი ესპანეთი 222
10. (9) ინტერნასიონალი ბრაზილია 217
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward