“ბარსელონას” რეკორდული შემოსავალი ოფიციალურად დადასტურდა

“ბარსელონას” რეკორდული შემოსავალი ოფიციალურად დადასტურდა

რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, “ბარსელონამ” გასული ფინანსური წელი რეკორდული შემოსავლით დაასრულა, ოფიციალურად დადასტურდა.

გუშინ, კლუბის დირექტორთა საბჭომ ფინანსური ანგარიში დაადასტურა და ფინანსური წელი დახურა.

როგორც გაირკვა, 2015/16 წლების სეზონში, “ბარსელონას” შემოსავალმა 679 მილიონი ევრო შეადგინა, რაც კლუბის ახალი რეკორდია. გადასახადების გადახდის შემდეგ, “ბარსას” სუფთა მოგებამ 29 მილიონი ევროა. ანგარიშში გათვალისწინებულია 30 მილიონი, რომელიც “ბარსელონამ” Can Rigalt-ის საქმესთან დაკავშირებით უკან უნდა დააბრუნოს.

კლუბის ხელმძღვანელები მოხარულნი არიან, რომ ისინი დასახულ გეგმას მიჰყვებიან. ამ გეგმის მიხედვით, 2021 წლისთვის, “ბარსელონას” შემოსავალმა მილიარდ ევროს უნდა მიაღწიოს.

კლუბის სტრატეგიული გეგმა, რომელიც 2015 წლის 29 ნოემბერს დამტკიცდა, 6 წელზეა გათვლილი. ის 5 მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს: სპორტული შედეგიანობა, ეკონომკის მართვა და სტაბილურობა, სოციალური ჩართულობა, Espai Barca-ს პროექტი, ბრენდინგი და გლობალური პოზიციონირება. დასახული მიზნის მისაღწევად 27 პროექტის განხორციელება იგეგმება.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია