გაიცანით “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელები

გაიცანით “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელები

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ინგლისში გასამართი შეკრებისთვის კლუბის აკადემიის 12 ფეხბურთელს უხმო. მათი უმრავლესობის შესახებ კატალონიელთა ქართველი გულშემატკივრებისთვის ცნობილი ბევრი არაფერია.

 

მეკარეები

ხოსე სუარესი. 20 წლის

1.87 მეტრი სიმაღლისა და 85 კილოგრამი წონის ფეხბურთელი, გასული 2 სეზონის განმავლობაში, “ბარსა ბ”-ში ირიცხებოდა. თუმცა, მუხლის ტრავმის გამო, მან ბევრ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო. კლუბის წარმომადგენლები აზრით, ის მომავლის ფეხბურთელია.

ხოსეპ მარტინესი. 18 წლის

განაცხადში მისი მოხვედრა დიდი მოულოდნელობა იყო, რადგან “ჟუვენილ ბ”-დან “ჟუვენილ ა”-ში ის ახლახანს დააწინაურეს.

 

მცველები

მარლონ სანტოსი. 20 წლის

“ბარსელონამ” “ფლუმინენსეს” ცენტრალური მცველი ცოტა ხნის წინ არენდით აიყვანა. “ბარსა ბ”-ში თავის კარგად წარმოჩენის შემთხვევაში, კატალონიელები მისი გამოსყიდვის უფლებას გამოიყენებენ.

ხოსე ანტონიო მარტინესი. 23 წლის

ის “სევილია ატლეტიკოდან” გუნდს ახლახანს შეუერთდა. ფეხბურთელი გუნდს მე-2 დივიზიონში გადასვლაში დაეხმარა, თავად მან კი, სეზონის დასკვნით ეტაპზე, მაღალ დონეზე ითამაშა. მარტინესი 1.89 მეტრი სიმაღლის ცაცია მცველია.

ბორხა ლოპესი. 22 წლის

ხიხონის “სპორტინგიდან” “ბარსელონაში” იანვარში დაბრუნდა. გასულ სეზონში, როდესაც ხერარდ პიკეს დისკვალიფიკაცია, ხოლო სხვა მცველებს ტრავმები ჰქონდათ, ლოპესმა პირველ გუნდთან ერთად რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა.

 

ნახევარმცველები

ალექს კარბონელი. 18 წლის

“ბარსა ბ”-ში ახალახანს დაწინაურდა. მას შემდეგ, რაც ის 10 წლის გახდა, ფეხბურთელმა “ბარსას” ყველა ასაკობრივი ნაკრები გამოიარა. ერთი სეზონი კი მან “კორნელიაში” გაატარა. მას არაერთ პოზიციაზე თამაში შეუძლია.

ხერარდ გუმბაუ. 21 წლის

გულშემატკივრების დიდმა ნაწილმა ეს ფეხბურთელი უკვე იცის, რადგან მას პირველ გუნდშიც უთამაშია. გასულ სეზონში, ლუის ენრიკე მას სერხი სამპერზე მეტ ნდობას უცხადებდა.

კარლეს ალენია. 18 წლის

აკადემიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. ცაცია ნახევარმცველი, რომელსაც ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებშიც უთამაშია. მისგან ელიან, რომ ახალ სეზონში “ბარსა ბ”-ში გაიბრწყინებს. გასულ სეზონში, ლუის ენრიკემ ის ესპანეთის თასის მატჩში გამოიძახა, მაგრამ ფეხბურთელის პირველ გუნდში დებიუტი ჯერ კიდევ წინაა.

ნილი პერდომო. 22 წლის

ის, მიმდინარე ზაფხულში, “ლას პალმასიდან” მოვიდა. გასულ სეზონში, ლა ლიგაში, მან 8 თამაში ჩაატარა. ერთ-ერთი “ბარსელონას” წინააღმდეგ.

ხუან კამარა. 22 წლის

კლუბს 2 წლის წინ, “ვილიარეალიდან” შეუერთდა. ის ხერარდ ლოპესის გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია.

 

თავდამსხმელები

ხესუს ალფარო. 25 წლის

“ბარსელონაში” ახლახანს, “ალკოიანოდან” გადავიდა. გასულ სეზონში, მან თავი 10 გატანილი გოლით გამოიჩინა. მას თამაში შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია.

რაფა მუხიკა. 17 წლის

გასულ წელს, ის ასაკობრივ გუნდში სათამაშოდ შეიძნეს. ახლა, ის “ბარსა ბ”-ს წევრია. ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ. ცენტრფორვარდი, რომელსაც ბევრი გოლი გააქვს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია