უკვე რამდენიმე წელია, ყველამ იცის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის, ლეო მესის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ქალი, ანტონელა როკუცო არსებობს. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ მათი ნაცნობობა უკვე 20 წელს ითვლის.
ყველაფერი 1996 წელს დაიწყო. ანტონელა “ნიუელზ ოლდ ბოიზში” ლეოს თანაგუნდელის, ლუკას სკალიას ბიძაშვილია. სწორედ მისი წყალობით გაიცნეს მესიმ და როკუცომ ერთმანეთი. ეს მდინარე პარანას სანაპიროზე მოხდა. იმ დროს, მესი 9 წლის იყო და მას როსარიოში სუპერმარკეტების ქსელის მფლობელის ქალიშვილი უკვე უყვარდა. თუმცა, სანამ მესი 21 წლის არ გახდა, მანამდე ბევრმა არ იცოდა, რომ მას შეყვარებული ჰყავდა.
ეს 2009 წლის იანვარში, TV3-ის პროგრამა “ჰეთ თრიქ ბარსაში” მოხდა. წამყვანმა მას ჰკითხა: “გყავს შეყვარებული?” რაზეც ლეომ უპასუხა: “კი, შეყვარებული მყავს. ის არგენტინაში ცხოვრობს. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.”
როდესაც მესი სათამაშოდ ესპანეთში გადავიდა, მისი და ანტონელას გზები გაიყო. ანტონელა ლათინო-ამერიკულ საგანმანათლებლო ცენტრში სწავლობდა. როდესაც მესი დიდებისკენ გზას იკვლევდა, ანტონელას სხვა შეყვარებული ჰყავდა. ეს ურთიერთობა 3 წელს გაგრძელდა და ანტონელას მეგობრის ავტოკატასტროფაში დაღუპვით დასრულდა. ამან ლეოსა და ანტონელას ურთიერთობის განახლების საშუალება მისცა. Infobae-ს ცნობით, ტრაგიკული ამბის გაგების შემდეგ, მესი არგენტინაში ჩავიდა, რათა მეგობარი გაემხნევებინა. ამის შემდეგ, მათი ურთიერთობა დაიწყო, თუმცა გარკვეული ხნის განმავლობაში წყვილი ამას საიდუმლოდ ინახავდა.
ლეო ბარსელონაში დაბრუნდა, ანტონელამ კი როსარიოს ეროვნულ უნივერსიტეტში ოდონტოლოგიის შესწავლა დაიწყო. 6 თვეში, მან ეს სფერო მიატოვა და ბედი სოციალურ ურთიერთბებში სცადა, სადაც ის ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა.
ანტონელას მეგობრის თქმით, მისი მესისთან ურთიერთობა ცნობილი 2007 წლის 20 ივლისს გახდა.
ამის მიუხედავად, საჯარო ინფორმაცია 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე არ გავრცელებულა. ამ დროს, ანტონელა ბარსელონაში პირველად ჩავიდა და იქ ლეოსთან დარჩა.
2012 წლის 2 ივნისს, “მონუმენტალზე” ეკვადორთან გატანილი გოლის აღნიშვნის დროს, ყველა მიხვდა, რომ მესი, მალე, მამა გახდებოდა. წყვილს პირველი შვილი 2012 წლის 2 ნოემბერს შეეძინა და მას ტიაგო დაარქვეს. 2015 წლის 11 სექტემბერს კი, მათ მეორე შვილი, მატეოც შეეძინათ.
ეე ანტონელა ანტონელა
Samagalitoa eseti ragaca bevrs AR sheudzlia
[b][/b]
დავწერე მიხარიათქო? და არც სილამაზით ვადარებ მაგრამ რონალდო გინდ სტადიონზე და გინდ სტადიონის გარედ მესის ასჯერ აგემატება
ვინთქვა რაუჭირსო.? მე არც მომეწონა მაგრამ თქვენ გიხაროდეთმეთქი სალაპარაკო რო გაგიჩითათ.თორე მე სუ არ მკიდია მესი შეიღებავს თმას ინისეტა თუ რონალდო.ფეხბურთელი თამაშით უნდა შეაფასო თორე თუ სილამაზე გინდა ფეშენშოუების მეტი რაარის და უყურე.
ametira,martka latino amerikuli serialia ra ;d
აი მესის როგორ აქ სულ გამოყლევდა ეგ და რონალდოზე იტყვით რამეს? ;D::D
თქვენხომეტიარგინთად სალაპარაკო გაგიჩნდეთ ოღონდ და ამოუწყვიტავთ ყველაფერს ერთდღისით. 😀 კაცმა ერთხელ შეიღება თმა იქნება თხაიყოს ტყუპი მაიგოსო და. მაგ თქვენ პეძიკას დაბადებიდან აცეტონის სუნი ასდის.
გუტი ვინმეს რო დასცინებს,მითუმეტეს ვარცხნილობაზე.
გუტიმ მესის დაცინა ვარცხნილობის გამო.მე მაგისი დედა მოვტყან