კატალონიის “ბარსელონას” ლიდერი, ლიონელ მესი ამჟამად მადრიდში იმყოფება – “ლა პულგა” ესპანეთის დედაქალაქში ყოფილი თანაგუნდელისა და მეგობრის, ლუის სუარესის სანახავად გაემგზავრა, რომელიც “ატლეტიკოში” ირიცხება.
ცოტა ხნის წინ, “ელ პისტოლერომ” არგენტინელს კარიერაში პიჩიჩის რიგით მე-8 ტიტულის მოგება მიულოცა, ახლა კი, Sport-ის ინფორმაციით, ლეოს სურს, ურუგაველს ღირსეული ჟესტითვე უპასუხოს და ლა ლიგის ბოლო მატჩში წარმატებები უსურვოს.
წყაროს ცნობით, “ბლაუგრანას” კაპიტანმა რონალდ კუმანის მიერ ჩანიშნული სადღესასწაულო დღით ისარგებლა. მესიმ და სუარესმა, მეუღლეებთან ერთად, იტალიურ რესტორან ‘Numa Pompilio’-ში ისადილეს. ყოფილი თანაგუნდელები ადგილზე მანქანით მივიდნენ, რომელსაც სუარესი მართავდა, ანტონელა როკუცო და სოფი ბალბი კი მათ მოგვიანებით შეუერთდნენ.
პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურის წინ, “როხიბლანკო” სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან “რეალს” 2 ქულით უსწრებს. უკანასკნელ რაუნდში დიეგო სიმეონეს გუნდი “ვალიადოლიდს” ესტუმრება, ხოლო “ლოს ბლანკოსი” “ვილიარეალს” მიიღებს.
ალბათ რესტორანში წავიდა სელფაობა, ძნელია ასე ცნობილი იყო, საკუთარი ცხოვრება თითქმის არა აქვთ.
წარმატებები ატლეტიკოს. ვულოცავ სუას. კუმანს მოკითხვა ამის გაგდების გამო
მასე მაინც გაახარე პერესი აბა რეალში ვერა და ვერ წაგიყვანა 😂😂
🤣🤣 ან ატლეტიკოში ხო ??🤣🤣
ეეე, მეგონა რეალში გადადიოდაა