workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მილიტო მოედანს დაუბრუნდა

მილიტო მოედანს დაუბრუნდა

22 დღიანი იძულებითი დასვენების შემდეგ, გაბი მილიტო ხუთშაბათის ვარჯიშზე გამოცხადდა. მან ივარჯიშა, მაგრამ არა გუნდის სხვა წევრებთან ერთად.
გვარდიოლას განკარგულებაში დღეს ძირითადი გუნდის 18, ხოლო სარეზერვო გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი იყო.
ვარჯიშზე გამოცხადნენ ძირითადი გუნდის ის ფეხბურთელები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ”კატალონიის თასის” გატამაშებაში.

მესი არ იყო
ლეო მესის კვლავ აწუხებს მცირე ტრავმა, რის გამოც ის ვარჯიშს არ ესწრებოდა.

პამპლონას სიცივისთვის მომზადება
უნდა აღინიშნოს, რომ კატალონიაში უჩვეულოდ ციოდა დღეს. ეს, ერთი მხრივ კარგია, რადგან უქმე დღეებზე ფეხბურთელებს უწევთ პამპლონაში გამგზავრება, სადაც ტემპერატურა ბარსელონასთან შედარებით საგრძნობლად დაბალია. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward