მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსამ” თვალი ლუკას ლიმას დაადგა

“ბარსამ” თვალი ლუკას ლიმას დაადგა

“ბარსელონას” სპორტული დირექტორი, რობერტ ფერნანდესი შაბათს ბრაზილიის “სერია ა”-ს მატჩს დაესწრო, სადაც “სანტოსი” და “პონტე პრეტა” უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. მიზეზი კი გახლად ერთი ფეხბურთელი, ლუკას ლიმა, რომელიც ნეიმარის ახლო მეგობარია.

ანდრეი კერი, “ბარსას” სამხრეთ ამერიკელი წარმომადგენელი, ბიზნესმენ ჯონ ფერნანდესთან ერთად, რომელიც “კამპ ნოუს” დირექტორია, ერთად უყურებდნენ “სანტოსის” გამარჯვებას.

ლიმას კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის დეკემბერში ეწურება და მისი ტრანსფერი ევროპაში გარდაუვალია. ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი უკვე “ბარსას” ინტერესების სფეროში მოექცა და დიდი შანსით მომავალში ამ ფეხბურთელს “ბლაუგრანას” რიგებში ვიხილავთ.

აღანიშნავია, რომ ლიმამ გასულ “კოპა ამერიკაზე” ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრა ითამაშა და გოლის გატანაც მოახერხა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში