workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალექსის სანჩესი: “მესის არგენტინიდან წასვლის უფლება ქონდა”

ალექსის სანჩესი: “მესის არგენტინიდან წასვლის უფლება ქონდა”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ვინგერმა, ალექსის სანჩესმა კომენტარი გააკეთა არგენტინელი მეგავარსკვლავის, ლიონელ მესის გადაყვეტილების შესახებ, ნაკრებიდან წამოსვლის თაობაზე.

“კოპა ამერიკის” ზედიზედ დასაკუთრების შემდგომ, ალექსისი საკმაოდ გადაიღალა და თავის მშობლიურ ქალაქში, ტოკოპილიაში ისვენებს.

“ლეოს უფლება ჰქონდა, რომ არგენტინის ნაკრები დაეტოვებინა. მე მის გადაწყვეტილბებს პატივს ვცემ.”

“მე კმაყოფილი ვარ, რომ ერთ დროს მის გვერდზე თამაში შემეძლო.” – აცხადებს ჩილელი.

ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსის სანჩესით ტურინის “იუვენტუსია” დაინტერესებული და მის გადაბირებას ცდილობს, რაზეც ალექსისმა კომენტარის გაკეთება არ მოისურვა და მის ფიზიკურ კონდციებსა და ადგილობრივ ლიგაზე კომენტარის გაკეთება არჩია.

“ჩილელებს აქვთ ყველაფერი იმისთვის, რომ ფეხბურთი ითამაშონ. მოხარული ვარ, რომ შემიძლია მათ დავეხმარო და ხელი შევუწყო სასურველი მიზანის მიღწევაში.” – განაცხადა ალექსისმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward