workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
“ბარსელონა” ახალი სეზონისთვის მზადებას ზეგ იწყებს

“ბარსელონა” ახალი სეზონისთვის მზადებას ზეგ იწყებს

ლუის ენრიკე “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე თავის მე-3 სეზონს ზეგ, 19 ივლისს დაიწყებს. ამ დღეს, პირველი გუნდის ფეხბურთელების სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.

ფეხბურთელები ჟოან გამპერის სახელობის საწვრთნელ ბაზაზე თბილისის დროით 11 საათზე გამოცხადდებიან და შემოწმებას გაივლიან. მე-2 დღეს კი ისინი ვარჯიშს შეუდგებიან. ყოველდღე 2 ვარჯიში ჩატარდება – 11:30 საათსა და 20:30 საათზე. გამონაკლისი იქნება პარასკევი და კვირა, როდესაც ფეხბურთელებს საღამოს დასვენების საშუალება ექნებათ.

პირველი სავარჯიშო სესიის შემდეგ, გუნდი ინგლისში გაემგზავრება და მზადებას “სენტ ჯორჯ პარკზე” განაგრძობს. 30 ივლისს კი, კატალონიელები, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე, პირველ თამაშს ჩაატარებენ. “ბარსელონას” მეტოქე “სელტიკი” იქნება. თამაში დუბლინში გაიმართება.

გთავაზობთ მომდევნო კვირის განრიგს:

სამშაბათი, 19 ივლისი

11:00 – სამედიცინო შემოწმება

ოთხშაბათი, 20 ივლისი

11:30 – ვარჯიში

20:30 – ვარჯიში

ხუთშაბათი, 21 ივლისი

11:30 – ვარჯიში

20:30 – ვარჯიში

პარასკევი, 22 ივლისი

11:30 – ვარჯიში

შაბათი, 23 ივლისი

11:30 – ვარჯიში

20:30 – ვარჯიში

კვირა, 24 ივლისი

11:30 – ვარჯიში

ორშაბათი, 25 ივლისი

დილით – გაფრენა ინგლისში

21:00 – ვარჯიში “სენტ ჯორჯ პარკზე”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward