workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ცოტა რამ “კატალონიის თასის” შესახებ

ცოტა რამ “კატალონიის თასის” შესახებ

მოგეხსენებათ გუშინ “ბარსას” 22–მა ფეხბურთელმა “კატალონიის თასის” მოსამზადებელი ვარჯიში გამართა. “კატალონიის თასის” თამაშები ოთხშაბათს, საბადელში გაიმართება. შემადგენლობაში 7 “ბარსას” პირველი გუნდის ფეხბურთელია, ხოლო 15 ფეხბურთელი სხვა ასაკობრივი გუნდებიდან: პინტო, ხეფრენი, კეიტა, ბოიანი, მაქსველი, მაშერანო, ადრიანო, ტიაგო, როჩინა, ვასკესი, სორიანო, ტელიო, მონტოია, ბარტრა, დოს სანტოსი, რომეუ, ფონტასი, სერხი გომესი, რივეროლა, მასიპი, კარმონა და აბრაჰამი. როგორც ხედავთ, ჩვენ ამ ტურნირზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელის ხილვას შევძლებთ.

“კატალონიის თასი”, “კატალონიის ფეხბურთის ფედერაციის” მიერ არის ორგანიზებული. ეს ტურნირი პირველად 1984 წელს ჩატარდა. მაშინ ამ ტურნირს “კოპა გენერალიტეტი” ეწოდებოდა და მონაწილეობას არაპროფესიონალი გუნდბი იღებდნენ. 5 ჩატარებული ჩემპიონატის შემდეგ ტურნირი ოფიციალური გახდა (მხოლოდ მესამე დივიზიონის გუნდებისთვის) და კატალონიის ჩემპიონატს პროფესიონალი გუნდებიც შეუერთდნენ. 1993 წელს “კოპა გენერალიტეტს” სახელი გადაარქვეს და “კატალონიის თასი” დაარქვეს.

“ბარსამ” ამ ტიტულის მოსაპოვებლად ბოლოს, 2008 წელს იბრძოლა, მაგრამ ნახევარ ფინალში, “სან ანდრეუსთან”, ანგარიშით 1–3 დამარცხდა. “სან ანდრეუს” მხრიდან, პირველი და მესამე გოლები ედუ ორიოლმა გაიტანა. ახლა ორიოლი “ბარსა ბ”–ს შემადგენლობაში ირიცხება. იმ საღამოს, “ბარსას” მხრიდან გოლის გატანა მხოლოდ სერხიო ბუსკეტსმა შეძლო. წელს ჩემპიონატში 3 გუნდი იღებს. თითო თამაში 45 წუთის მანძილზე გაგრძელდება.

“ბარსამ” “კატალონიის თასის” ტიტულის მოპოვება 1990/91, 1992/93, 1999/00, 2003/04, 2004/05 და 2006/07 წლებში მოახერხა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში