ფლორენციის “ფიორენტინა” “ბარსელონადან” 24 წლის შემტევის, კრისტიან ტელიოს გამოსყიდვას ცდილობს. იტალიაში დარჩენის მომხრეა თავად ფეხბურთელიც, მაგრამ კატალონიურ გუნდს სხვა გეგმები აქვს.
ტელიო “ფიორენტინაში” მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა. ფლორენციელთა მაისურით ჩატარებულ 15 მატჩში მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და “იებს” ფეხბურთელის გამოსყიდვის სურვილი აღუძრა. თუმცა, ფლორენციელები “ბარსელონას” მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას არ აპირებენ. მათ ფასის დაკლება და შეთანხმებაში ბონუსების სისტემის ჩართვა სურთ.
ტელიოს შეძენის სურვილს გამოთქვამს “ლივერპულიც”. მერსისაიდელთა მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს სჯერა, რომ ესპანელი მის გუნდში წარმატებას მიაღწევს.
ფეხბურთელით ასევე დაინტერესდნენ “ტოტენჰემი” და “სუონსი”. გავრცელებული ინფორმაციით, უკანასკნელი მათგანი მზადაა ტელიოში 15 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.
“ბარსელონა” კიდევ ერთ ვარიანტს განიხილავს – ტელიოს “ვალენსიას” ნახევარმცველის, ანდრე გომეშის ტრანსფერში ჩართვას და პორტუგალიელი ფეხბურთელის ფასის ასე შემცირებას.
მაგარ შეცდომას უშვებთ.. ძალიან ძლიერ ფეხბურთელს აგდებთ… თავის კლასში ინიესტას დონეა… თითქმის..
არ გვინდა რა ეს ანდრე გომეშები და მზგავსი წარაკუა ხალხი გაყიდეთ 15 მილიონ ფუნტათ და მოიყვანეთ მარჯვენა მცველი
15 მილიონი ფუნტი ცოტა არ არი და სანამ არ გადაიფიქრეს გაყიდონ ჯობია.