workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარლონ სანტოსი: “ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესოა”

მარლონ სანტოსი: “ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესოა”

ახალგაზრდა ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა, მარლონ სანტოსმა, “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა და კატალონიური კლუბი მსოფლიოში საუკეთესოდ მოიხსენია.

“ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან თბილად მიმიღეს. მოლოდინი ძალიან მაღალია. ჩემთვის, კიდევ ბევრისთვის და შესაძლოა საერთოდაც ყველასთვის, “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. აქ მოხვედრა დიდი პატივია. იმედი მაქვს, მოცემულ შანსს რაც შეიძლება კარგად გამოვიყენებ.”

მარლონ სანტოსი “ბარსელონა ბ”-ში არენდით ითამაშებს და კატალონიელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ. გავრცელებული ინფორმაციით, მას თავის პირველ გუნდში გამოჩენის შანსიც მიეცემა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward